წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 521 რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული რადიოსამაუწყებლო სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ

ნომერი: 521 / 14

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 07, 2004

მიღების თარიღი ოქტომბერი 07, 2004

რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული რადიოსამაუწყებლო  სადგურებსთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია”) განიხილა რუსეთის ფედერაციის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურის წერილი (№ UMS-50/3840, 31.07.04.) თანდართული ტექნიკური მახასიათებლებით რუსეთის ფედერაციის რადიოსამაუწყებლო სადგურებისთვის OKTYABRSKOE S-O – 66.23 MHz; FIAGDON S-O - 68.39 MHz; ALAGIR S-O – 66.02 MHz; MATSUTA S-O – 66.08 MHz; DZINAGA S-O – 66.08 MHz; DIROGA S-O – 68.06 MHz; BESLAN S-O – 67.82 MHz; MOZDOK S-O – 71.03 MHz; KOBAN S-O – 73.49 MHz და ELHOTOVO S-O – 70.85 MHz მინიჭებული სიხშირეების გამოყენების შესახებ.

         წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის რადიოგადამცემი საშუალებები არ ქმნიან ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის ნორმებით გათვალისწინებულ მავნე ხელშეშლების მიუღებელ დონეებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი და დაგეგმილი რადიოსადგურებისთვის.

          „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს თანხმობა რუსეთის ფედერაციის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს რუსეთის ფედერაციის რადიოსამაუწყებლო  სადგურებისთვის  OKTYABRSKOE S-O – 66.23 MHz; FIAGDON S-O - 68.39 MHz; ALAGIR S-O – 66.02 MHz; MATSUTA S-O – 66.08 MHz; DZINAGA S-O – 66.08 MHz; DIROGA S-O – 68.06 MHz; BESLAN S-O – 67.82 MHz; MOZDOK S-O – 71.03 MHz; KOBAN S-O – 73.49 MHz და ELHOTOVO S-O – 70.85 MHz მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე (№ UMS-50/3840, 31.07.04. წერილის დანართში  აღნიშნული  ტექნიკური მახასიათებლებით);

2. შეტანილი იქნეს ინფორმაცია კოორდინაციაზე წარმოდგენილი სადგურების შესახებ შესაბამის მონაცემთა ბაზაში (ზ. გონჯილაშვილი);

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის  გამზ.  7ა) 6 თვის ვადაში;  

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვის და სტანდარტიზაციის  სამსახურს (თ. ძაგნიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                            დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები