წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 522 რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ

ნომერი: 522 / 14

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 07, 2004

მიღების თარიღი ოქტომბერი 07, 2004

რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული სატელევიზიო სამაუწყებლო  სადგურებსთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია”) განიხილა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურის წერილები (N UMS-50/3779, 21.07.04. N UMS-50/3839, 31.07.04. და N UMS-50/3883, 16.08.04.) თანდართული ტექნიკური მახასიათებლებით რუსეთის ფედერაციის სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურებისთვის  KHUCHNI-1 DAG– 24 TBK (ADD), MOSTOVSKOI KRAS – 1  TBK (MOD), TERSKOE CHECH – 38  TBK,  TERSKOE CHECH – 50  TBK  და KIZILIURT - 28 TBK მინიჭებული სიხშირეების გამოყენების შესახებ.

         წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის სატელევიზიო გადამცემი სადგურები არ ქმნიან ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის ნორმებით გათვალისწინებულ მავნე ხელშეშლების მიუღებელ დონეებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი და დაგეგმილი სატელევიზიო სადგურებისთვის.

          „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს რუსეთის სატელევიზიო სამაუწყებლო  სადგურებისთვის KHUCHNI-1 DAG– 24 TBK (ADD), MOSTOVSKOI KRAS – 1  TBK (MOD), TERSKOE CHECH – 38  TBK,  TERSKOE CHECH – 50  TBK  და KIZILIURT - 28 TBK მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე (N UMS-50/3779, 21.07.04. N UMS-50/3839, 31.07.04. და N UMS-50/3883, 16.08.04. წერილების დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);

2. შეტანილი იქნეს ინფორმაცია კოორდინაციაზე წარმოდგენილი სადგურების შესახებ შესაბამის მონაცემთა ბაზაში (ზ. გონჯილაშვილი);

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის  გამზ.  7ა) 6 თვის ვადაში;  

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და კონტროლის სამსახურს (თ. ძაგნიძე).

         კომისიის თავმჯდომარე                                                                   დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები