გადაწყვეტილება N 524 შპს ,,ულტრაკომუნიკაციები’’-ს ¹1207 ლიცენზიის გაუქმების შესახებ.
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 07, 2004
მიღების თარიღი ოქტომბერი 07, 2004
შპს ,,ულტრაკომუნიკაციები-ს N1207 ლიცენზიის გაუქმების შესახებ.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისია (შემდგომში ,,კომისია) აღნიშნავს, ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ შპს ,,ულტრაკომუნიკაციების სახელზე 1999 წლის 24 სექტემბერს გაცემული იყო ლიცენზია N1207, რომელიც ითვალისწინებდა საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებას თანამგზავრული სისტემების გამოყენებით. აღნიშნული ლიცენზიის მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო 2004 წლის 17 სექტემბრამდე.
გამომდინარე იქედან, რომ ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლა წარმოადგენს ლიცენზიის გაუქმების საფუძველს, კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ულტრაკომუნიკაციების N1207 ლიცენზიის გაუქმების შესახებ.
კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობა საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის ჩატარების შესახებ გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ გვერდზე ინტერნეტში.
კომისია აღნიშნავს, რომ 2004 წლის 1 ოქტომბერს ჩატარდა საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომა, სადაც აღინიშნა, რომ ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ საქართველოს კანონის მე-40-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად შპს ,,ულტრაკომუნიკაციების N1207 ლიცენზია ექვემდებარება გაუქმებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის და მე-40-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის საფუძველზე კომისიამ
გადაწყვიტა:
1. გაუქმდეს შპს ,,ულტრაკომუნიკაციების N1207 ლიცენზია ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლის გამო;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ.ჯანელიძე) აცნობოს გადაწყვეტილების მიღების თაობაზე შპს ,,ულტრაკომუნიკაციებს;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ.ჯანელიძე) გადაწყვეტილების ინტერნეტში კომისიის გვერდზე გამოქვეყნება;
4. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე):
ა) სათანადო ცვლილების შეტანა კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;
ბ) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში„ გამოქვეყნება;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
