წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 525 შპს „კავკასუს ნეთვორქი “-ს N 1074, N 1324, N 1289, აგრეთვე შპს „ჯი-თი-ეს“-ის N703 ლიცენზიების შეჩერების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის და შპს „ჯი-თი-ეს“-ის N 360 და N361 ლიცენზიების გაუქმების

ნომერი: 525 / 22

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 07, 2004

მიღების თარიღი ოქტომბერი 07, 2004

შპს  „კავკასუს ნეთვორქი „-ს N 1074, N 1324, N 1289, აგრეთვე                           შპს „ჯი-თი-ეს-ის N703  ლიცენზიების შეჩერების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის და შპს „ჯი-თი-ეს-ის N 360 და N361 ლიცენზიების გაუქმების  შესახებ

        საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ი) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიების პირობების დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება„. ამავე კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია „დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა და ლიცენზიაში მითითებული მოთხოვნები„.

      კომისია აღნიშნავს, რომ

     1) შპს „კავკასუს ნეთვორქს„, რომელიც ფლობს N1074, N1324, N1289 ლიცენზიებს (N1324 - ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურება, N1074 - თანამგზავრული და საერთაშორისო სისტემების გამოყენებით მომსახურება, N1289 - საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურება)  2004 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით კომისიაში არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და არც რეგულირების საფასური  გადაუხდია.

    2) შპს „ჯი-თი-ეს„-ს, რომელიც ფლობს N703, N360, N361 ლიცენზიებს ( N703 - თრანქული სატელეფონო ქსელის ექსპლოატაცია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, N360 ლიცენზია – თრანქული სატელეფონო ქსელის მშენებლობა ქ.თბილისში, ქ.რუსთავში და ქ.ჟინვალში და N361 ლიცენზია – თრანქული სატელეფონო ქსელის ექსპლოატაცია ქ.თბილისში, ქ.რუსთავში, და ქ.ჟინვალში) 2004 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და არც რეგულირების საფასური  გადაუხდია.

     კომისია ამასთანავე აღნიშნავს, რომ შპს „ჯი-თი-ეს„-ის N360 და N361 ლიცენზიებს მოქმედების ვადა გაუვიდა 2002 წლის 18 მარტს და მათ მოქმედების ვადა არ გაგრძელებია.

     ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიის პირობების შეუსრულებლობა და კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დადგენილი წესების დარღვევა „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„  საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) და გ) პუნქტების შესაბამისად იწვევს ლიცენზიის მოქმედების შეჩერებას,  ხოლო ამავე კანონის მე-40 მუხლის 1 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლა – ლიცენზიის გაუქმების საფუძველია.

    ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს  შპს „კავკასუს ნეთვორქი„-ს N 1074, N 1324, N 1289, შპს „ჯი-თი-ეს„-ის N703 ლიცენზიების მოქმედების შეჩერებისა და შპს „ჯი-თი-ეს„-ის N360, N361 ლიცენზიის გაუქმების  შესახებ. კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობები საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის ჩატარების შესახებ გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ  გვერდზე ინტერნეტში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წერილობითი მოსაზრებების წარმოდგენის ვადად განისაზღვრა არაუგვიანეს 2004 წლის 7 ოქტომბრამდე.

      2004 წლის 1 ოქტომბერს საკითხის ზეპირ მოსმენაზე აღინიშნა, რომ რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების წარმოუდგენლობა და გადაუხდელობა არღვევს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 36-ე მუხლის პირველი პუნქტის,  41-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის,  „რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობის და გადახდის წესის შესახებ” დებულების პირველი და მე-5 მუხლების მოთხოვნებს, რაც „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის  ა) და გ) პუნქტების თანახმად, ლიცენზიის მოქმედების შეჩერების საფუძველია.

      კომისიის მთავარი ბუღალტერის (ი. აბულაძე) განმარტებით ზემოაღნიშნულმა კომპანიებმა 2004 წლის 30 სექტემბერისატვის აღმოფხვრეს დარღვევები:  მათ მიერ წარმოდგენილია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და თანხებიც გადახდილია.

     ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,კავკასუს ნეთვორქი”-ს და შპს „ჯი-თი-ეს” -ის მიერ აღმოფხვრილია ის დარღვევები, რის საფუძველზეც კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მათი კუთვნილი ლიცენზიების მოქმედების შეჩერებასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, აღარ არსებობს ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ’’ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული  ლიცენზიის მოქმედების შეჩერების საფუძველი, ვინაიდან ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ლიცენზიის მოქმედების შეჩერება ხდება დარღვევების აღმოფხვრამდე. კომისიას მიაჩნია რომ შპს”კავკასუს ნეთვორქი”-ს  N 1074, N 1324, N 1289 და შპს „ჯი-თი-ეს”-ის N703  ლიცენზიების მოქმედების შეჩერებაზე წარმოება უნდა შეყდეს.

   „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის  პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის, მე-40 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტისა  და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-IX თავის შესაბამისად კომისიამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შეწყდეს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება   შპს  „კავკასუს ნეთვორქი „-ს       N1074, N1324, N1289, აგრეთვე  შპს „ჯი-თი-ეს„-ის N703 ლიცენზიების მოქმედების შეჩერების თაობაზე;

2. გაუქმდეს შპს „ჯი-თი-ეს„-ის N360 და N361 ლიცენზიები ლიცენზიის ვადის გასვლის გამო;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (მ. ქადეიშვილი) აცნობოს გადაწყვეტილების მიღების თაობაზე შპს  „კავკასუს ნეთვორქი „-ს და  შპს „ჯი-თი-ეს„-ს;

4. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნება;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე) გადაწყვეტილების ინტერნეტში კომისიის გვერდზე გამოქვეყნება.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,       რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამართლებრივ საკითხთა სამსახურს  (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                                       დ.ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები