გადაწყვეტილება N 526 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 7 სექტემბრის N 450/22 გადაწყვეტილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 07, 2004
მიღების თარიღი ოქტომბერი 07, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
2004 წლის 7 სექტემბრის N 450/22 გადაწყვეტილებაში
ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე კომისიის დებულების მე-2 მუხლის მე-5 პუნქტისა და მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 7 სექტემბრის N450/22 გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი რედაქციის ცვლილებები და დამატებები:
ა) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და მისი აპარატის საშტატო ნუსხიდან (დანართი 1) ამოღებულ იქნეს სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურის წამყვანი სპეციალისტის ერთი საშტატო ერთეული და დაემატოს სპეციალისტის ერთი საშტატო ერთეული;
ბ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და მისი აპარატის საშტატო ნუსხიდან (დანართი 1) ამოღებულ იქნეს უნივერსალური მომსახურების სამსახურის სპეციალისტის ერთი საშტატო ერთეული და დაემატოს წამყვანი სპეციალისტის ერთი საშტატო ერთეული;
გ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და მისი აპარატის საშტატო ნუსხას (დანართი 1) დაემატოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურის მთავარი სპეციალისტის ერთი საშტატო ერთეული;
დ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და მისი აპარატის საშტატო ნუსხას (დანართი 1) დაემატოს სამართლებრივ საკითხთა სამსახურის წამყვანი სპეციალისტის ერთი საშტატო ერთეული;
ე) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და მისი აპარატის საშტატო ნუსხის ტექნიკური მდივნის ხელფასის განაკვეთი განისაზღვროს 600 ლარით;
ვ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და მისი აპარატის საშტატო ნუსხის ტექნიკურ პერსონალს დაემატოს დამლაგებლის ერთი საშტატო ერთეული;
2) ზემოაღნიშნული ცვლილებების შესაბამისად გადაანგარიშდეს შრომითი მონაწილეობის კოეფიციენტები და სარგოთა საერთო ჯამი;
3) აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ე) ქვეპუნქტში მითითებული ცვლილება განხორციელდეს 2004 წლის 1 დეკემბრიდან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი ღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ლორია).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
