წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 533 შპს „მაგთიკომსა“ და შპს „ახალ ქსელებს“ შორის ურთიერთჩართვის თაობაზე დავის განხილვის მოსამზადებელი სხდომის გადადების შესახებ

ნომერი: 533 / 16

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 07, 2004

მიღების თარიღი ოქტომბერი 07, 2004

შპს „მაგთიკომსა„  და შპს „ახალ ქსელებს„ შორის ურთიერთჩართვის თაობაზე დავის განხილვის

მოსამზადებელი სხდომის გადადების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიას მიმართა შპს „მაგთიკომმა„ შპს „ახალ ქსელებთან„ დავის განხილვის მოთხოვნით. 

2004 წლის 7 ოქტომბერს ჩატარდა კომისიის მოსამზადებელი სხდომა. კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა  შპს „ახალი ქსელების წარმომადგენელი. შპს „ახალი ქსელების„ მიერ წარმოდგენილი იქნა განცხადება (N1149, 06.10.2004წ.), რომლითაც კომპანიამ მოითხოვა დავის განხილვის მოსამზადებელი სხდომის გადადებას იმ მოტივით, რომ 2004 წლის 7 ოქტომბერს დღის 2 საათზე, საქართველოს უზენაეს სასამართლოში განიხილება საკასაციო საჩივარი შპს ,,ახალი ქსელების„ მიმართ და შესაბამისად შპს ,,ახალი ქსელების„ ადვოკატი ბატონი ნ. ჟღენტი ვერ შეძლებს კომისიაში დანიშნულ მოსამზადებელ სხდომაზე დასწრებას.

გამომდინარე იქედან, რომ ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ 49-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად „მხარის (მხარეების) გამოუცხადებლობის შემთხვევაში დავის განხილვა გადაიდება შემდეგი სხდომისთვის„, კომისიამ მიზანშეწონილად ჩათვალა შპს „მაგთიკომსა„  და შპს „ახალ ქსელებს„ შორის ურთიერთჩართვის თაობაზე დავის განხილვის მოსამზადებელი სხდომის გადადება.

          ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ’’ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის მე-5 პუნქტის „თ„ ქვეპუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 49-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე კომისიამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. გადაიდოს შპს „მაგთიკომსა„  და შპს „ახალ ქსელებს„ შორის ურთიერთჩართვის თაობაზე დავის განხილვის მოსამზადებელი სხდომა 2004 წლის 19 ოქტომბერს 1600 საათზე;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე:                                       დ.ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები