წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 534 კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კომერციული კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

ნომერი: 534 / 10

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 19, 2004

მიღების თარიღი ოქტომბერი 19, 2004

კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით

 მომსახურებაზე ლიცენზიის

მისაღებად გამოცხადებულ კომერციული კონკურსში

გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ’’ საქართველოს კანონის 362  მუხლის შესაბამისად, კომისია კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით საქმიანობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კონკურსის გამოცხადების საფუძვლების – თავისუფალი რესურსის არსებობის და/ან ლიცენზიის მაძიებლის მიერ კომისიისთვის შესაბამისი განცხადების წარდგენის შემთხვევაში.

კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ კომისიას განაცხადით მომართა შპს „სერვისმა„ (17.03.2004). აღიშნულის შესაბამისად,  კომისიის 2004 წლის 16 აპრილის N174/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად. ინფორმაცია კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში.  საკონკურსო სხდომის თარიღად განისაზღვრა 2004 წლის 8 ოქტომბერი 16 საათი,   დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადად 2004 წლის 24 სექტემბერი 17 საათი, ხოლო სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობად 28763 (ოცდარვა ათას შვიდას სამოცდასამი)  ლარი. კომისიის 2004 წლის 1 ოქტომბრის N 515/22 გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა ,,კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად კომერციული კონკურსის გამოცხადების შესახებ’’  კომისიის 2004 წლის 16 აპრილის  N174/10 გადაწყვეტილების მე-10 მუხლში და საკონკურსო სხდომის თარიღად გამოცხადდა 2004 წლის 19 ოქტომბრის 16 საათი;

 კომისია აღნიშნავს, რომ კონკურსში გამარჯვებული საერთაშორისო სატელეფონო კავშირის განსახორციელებლად ირჩევს კოდს შემდეგი ნუმერაციის რესურსიდან: 8-61,     8-63, 8-69.

საქართველოს კანონმდებლობისა და ,,კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად კომერციული კონკურსის გამოცხადების შესახებ’’  კომისიის 2004 წლის 16 აპრილის  N174/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, განაცხადი და დოკუმენტაცია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოადგინა მხოლოდ შპს ,,სერვისმა”. ამავე დროს, კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილია სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ისა და სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

 კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და  ,,კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად კომერციული კონკურსის გამოცხადების შესახებ’’  კომისიის 2004 წლის 16 აპრილის  N174/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, კონკურსის პირობას წარმოადგენს კომისიისათვის წარდგენილი დოკუმენტაციის ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობა, ხოლო გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია მაქსიმალური სალიცენზიო გადასახდელის გადახდა, რომლის შეთავაზება მოხდება ლიცენზიის მაძიებლის მიერ კონკურსის ჩატარების დროს;

,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების’’ მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად ,,თუ კონკურსში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში’’. კონკურსში მონაწილემ - შპს „სერვისის„ წარმომადგენელმა ხ. პეტრიაშვილმა  დაადასტურა, რომ იგი თანახმაა კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად გადაიხადოს 28763 (ოცდარვა ათას შვიდას სამოცდასამი)  ლარი. კონკურსის პირობების თანახმად, კონკურსში გამარჯვებულმა კომპანიამ საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირის დასამყარებლად აირჩია კოდი  8-69.

,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ’’ საქართველოს კანონის 362  მუხლისა და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების’’ მე-13 მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის     მისაღებად გამოცხადებულ კომერციულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს „სერვისი„ რომელიც თანახმაა გადაიხადოს სალიცენზიო გადასახდელი 28763 (ოცდარვაათას შვიდას სამოცდასამი)  ლარი;  

2. განესაზღვროს შპს „სერვისს„ საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირის დასამყარებლად ნუმერაციის რესურსი  8-69;

3. 1) სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 20%-ი ანუ 5752  (ხუთიათას შვიდას ორმოცდათორმეტი) ლარი სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის ანუ 2876 (ორიათას რვაას სამოცდათექვსმეტი) ლარის გამოკლებით მიიმართოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშზე მიმდინარე წლის 19 ნოემბრამდე:

-ბანკი: სააქციო კომერციული ბანკი „თი-ბი-სი”;

-ა/ ანგარიში: 609326

- კოდი: 220101830

-საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050

      2) სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10% ანუ 2876 (ორიათას რვაას სამოცდათექვსმეტი)  ლარი მიიმართოს სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე მიმდინარე წლის 19 ნოემბრამდე:

მიმღები

სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტი.

კავშირგაბმულობის სალიცენზიო გადასახდელი

საიდენტიფიკაციო N

204953050

ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი

კოდი

220101107

ანგარიშის N

000141408

სახაზინო ქვეანგარიში (კოდი)

  9051

დანიშნულება

სალიცენზიო გადასახდელი

   4. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70% ანუ 20135 (ოციათას ასოცდათხუთმეტი) ლარის გადახდა მოხდეს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;

   5. დაევალოს კომისიის პრეს მდივანს (ს.ბრიტანჩუკი) კონკურსის შედეგების საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;

   6. კომისიის ადმინისტრაციამ (ნ.ჯანელიძე) უზრუნველყოს კონკურსის მონაწილისათვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;

   7. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე) შპს „სერვისის„ მიერ ამ გადაწყვეტილების მესამე მუხლის პირველი და მეორე პუნქტით განსაზღვრული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან 7  სამუშაო დღის ვადაში,  მოამზადოს და წარმოადგინოს გადაწყვეტილების პროექტი შპს ,,სერვისი’’-სათვის კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის  გაცემის შესახებ;

   8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;

   9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძ

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები