გადაწყვეტილება N 537 სს „საქართველოს ელექტროკავშირსა“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 22, 2004
მიღების თარიღი ოქტომბერი 22, 2004
სს საქართველოს ელექტროკავშირსა„ და შპს საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას„ შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ„ დებულების შესაბამისად შპს საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ„ 2004 წლის 10 სექტემბრის № 6/727-04 წერილით მიმართა სს საქართველოს ელექტროკავშირთან„ ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დავის განხილვის მოთხოვნით.
კომისიამ მოსამზადებელ სხდომაზე განიხილა საკითხი დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ.
სხდომას ესწრებოდნენ: შპს საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის„ დირექტორი - ნ. შარაშენიძე, აგრეთვე ტექნიკური დირექტორი ვ. მაჭარაშვილი და სს საქართველოს ელექტროკავშირი”-ს ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი ნ. ტატუაშვილი, ეკონომიკური სამსახურის მთავარი სპეციალისტი ე. ცინცაძე და ეკონომიკური სამსახურის უფროსი ე. თანანაშვილი.
კომისიამ სხდომაზე დააზუსტა შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის” მიერ წამოყენებული სადაო საკითხები:
1. ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმება.
2. სს საქართველოს ელექტროკავშირთან„ ლოკალურ ქსელში განხორციელებულ ზარებზე ანგარიშსწორება.
კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის თ) ქვეპუნქტის, კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ„ დებულების 53-ე და 54-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. დაინიშნოს საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასა„ და სს საქართველოს ელექტროკავშირს„ შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დავის განხილვა 2004 წლის 29 ოქტომბერს.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
