წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 538 შპს „მაგთიკომსა“ და შპს „ახალ ქსელებს“ შორის ურთიერთჩართვის თაობაზე დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

ნომერი: 538 / 16

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 22, 2004

მიღების თარიღი ოქტომბერი 22, 2004

შპს „მაგთიკომსა„  და შპს „ახალ ქსელებს„ შორის ურთიერთჩართვის თაობაზე დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში კომისია) 2004 წლის 19 ოქტომბერს მოსამზადებელ სხდომაზე განიხილა საკითხი შპს „მაგთიკომსა„  და შპს „ახალ ქსელებს„ შორის ურთიერთჩართვის თაობაზე დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ.

2004 წლის 19 ოქტომბერს ჩატარდა კომისიის მოსამზადებელი სხდომა. კომისიის სხდომას ესწრებოდნენ:

შპს „მაგთიკომის„ წარმომადგენელი გ.წულაძე;

შპს „ახალი ქსელების„ გენერალური დირექტორი ა.იაშვილი, წარმომადგენელი ნ.ჟღენტი;

კომისიის სხდომაზე დაზუსტდა მხარეთა შორის სადაო საკითხები:

შპს „მაგთიკომის„ მოთხოვნას წარმოადგენს შპს „ახალ ქსელებთან„ 2002 წლის 19 ივნისს გაფორმებულ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა ურთიერთჩართვის წერტილებთან დაკავშირებით; აგრეთვე შპს „ახალი ქსელებისთვის„ 99 780,26 ლარის (48 506,09 ლარი დავალიანება და 51 274,17 ლარი პირგასამტეხლო) გადახდის დაკისრება.

შპს „ახალმა ქსელებმა„ წარმოადგინა შეგებებული მოთხოვნა, რომლის თანახმად მიიჩნევს, რომ შეწყვეტილია 2002 წლის 19 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება, მოითხოვა ახალი ხელშეკრულების გაფორმება, რომელშიც გათვალისწინებული იქნება მისი მოთხოვნები პირგასამტეხლოს  ოდენობის,  ტრაფიკების შედარების და ანგარიშსწორების ვადების, ურთიერთჩართვის ტარიფის შესახებ.  შპს „ახალი ქსელები„ მოითხოვს აგრეთვე, შპს „მაგთიკომთან„ 2000 წლის 31 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების ბათილად ცნობას და „მაგთიკომისთვის„ 3 264 860,53 ლარის გადახდის დაკისრებას.

          ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ’’ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის მე-5 პუნქტის „თ„ ქვეპუნქტის, „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ” დებულების 53-ე და 54-ე მუხლების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე კომისიამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. დაინიშნოს შპს „მაგთიკომსა„ და შპს „ახალმა ქსელებს„  შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დავის განხილვა 2004 წლის 5 ნოემბერს 1600 საათზე;

2. უზრუნველყოს შპს „მაგთიკომმა„ ურთიერთჩართვის ტარიფის გაანგარიშების კომისიისთვის და შპს „ახალი ქსელებისთვის„ წარდგენა 2004 წლის 29 ოქტომბრამდე;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე:                                       დ.ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები