წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 539 შპს „კავკასუს ნეტვორკსა“ და შპს „ახალ ქსელებს“, შპს „ახტელს“ და სს „საქართველოს ელექტროკავშირს“ შორის DSL ინტერნეტ მომსახურებისთვის საჭირო სატელეფონო წყვილებით მომსახურების ტარიფთან დაკავშირებით დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

ნომერი: 539 / 16

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 22, 2004

მიღების თარიღი ოქტომბერი 22, 2004

შპს „კავკასუს ნეტვორკსა„  და შპს „ახალ ქსელებს„, შპს „ახტელს„ და სს „საქართველოს ელექტროკავშირს„ შორის DSL ინტერნეტ მომსახურებისთვის საჭირო სატელეფონო წყვილებით მომსახურების ტარიფთან დაკავშირებით დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში კომისია) 2004 წლის 19 ოქტომბერს მოსამზადებელ სხდომაზე განიხილა საკითხი შპს „კავკასუს ნეტვორკსა„  და შპს „ახალ ქსელებს„, შპს „ახტელს„ და სს „საქართველოს ელექტროკავშირს„ შორის DSL ინტერნეტ მომსახურებისთვის საჭირო სატელეფონო წყვილებით მომსახურების ტარიფთან დაკავშირებით დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ.

კომისიის სხდომას ესწრებოდნენ: შპს „კავკასუს ნეტვორკის„ დირექტორი მ.სანადირაძე; შპს „ახალ ქსელების„ და შპს „ახტელის„ გენერალური დირექტორი ა.იაშვილი, წარმომადგენელი ნ.ჟღენტი; სს „საქართველოს ელექტროკავშირის„ წარმომადგენლები ნ.ტატუაშვილი და ე.თანანაშვილი.

კომისიის სხდომაზე დაზუსტდა მხარეთა შორის სადაო საკითხები:

შპს „კავკასუს ნეტვორკის„ მოთხოვნას წარმოადგენს შპს „ახალ ქსელების„, შპს „ახტელის„ და სს „საქართველოს ელექტროკავშირის„ მიერ დადგენილი DSL ინტერნეტ მომსახურებისთვის საჭირო სატელეფონო წყვილებით მომსახურების ტარიფის შემცირება.

შპს „ახალმა ქსელებმა„ წარმოადგინა შეგებებული განცხადება და მოითხოვა შპს „კავკაზუს ნეტვორკთან„ 2003 წლის 8 თებერვალს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული ტარიფის გაზრდა 6 თეთრამდე.

          ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ’’ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის მე-5 პუნქტის „თ„ ქვეპუნქტის, „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ” დებულების 53-ე და 54-ე მუხლების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე კომისიამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს „კავკასუს ნეტვორკსა„  და შპს „ახალ ქსელებს„, შპს „ახტელს” და სს „საქართველოს ელექტროკავშირს„ შორის დავის განხილვა დაინიშნოს 2004 წლის 29 ოქტომბერს 1600 საათზე;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე:                                       დ.ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები