გადაწყვეტილება N 54 რადიო თავისუფალი ევროპა/ რადიო თავისუფლების საქართველოს წარმომადგენლობისთვის მაღალსიხშირული მოწყობილობის საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 06, 2004
მიღების თარიღი თებერვალი 06, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ რადიო თავისუფალი ევროპა/ რადიო თავისუფლების საქართველოს წარმომადგენლობამ (რეგისტრირებული ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 8 ნოემბრის N 06/8-12 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 7/30-04, 04.02.04) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N 8/, 03.02.04) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობის შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობა წარმოადგენს „VSAT”-ის თანამგზავრულ მიწისზედა სადგურს.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1.მიეცეს ნებართვა რადიო თავისუფალი ევროპა/ რადიო თავისუფლების საქართველოს წარმომადგენლობას შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N 8/, 03.02.04) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობა;
2.უზრუნველყოს რადიო თავისუფალი ევროპა/ რადიო თავისუფლების საქართველოს წარმომადგენლობამ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობის შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ.აბაშიძე
