წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 540 შპს ,,არტ ივერიონი’’-ს ¹1173, შპს ,,კარიბჭეს’’ ¹1103 და შპს ,,ვანექსის’’ ¹573 ლიცენზიების გაუქმების შესახებ

ნომერი: 540 / 4

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 22, 2004

მიღების თარიღი ოქტომბერი 22, 2004

შპს ,,არტ ივერიონი’’-ს N1173, შპს ,,კარიბჭს’’ N1103 და შპს ,,ვანექსის’’ N573 ლიცენზიების გაუქმების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია’’) აღნიშნავს, რომ კომისიის 2004 წლის 9 ივლისის N321/20 გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ:

შპს ,,არტ ივერიონი’’-ს N1173 ლიცენზიას (ლიცენზიის სახეობა: საეთერო ტელერადიომაუწყებლობა) მოქმედების ვადა გაუვიდა 1999 წლის 23 დეკემბერს და კომპანიას განაცხადი ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ კომისიაში არ წარმოუდგენია;

შპს „ვანექსის„ N573 ლიცენზიას (ლიცენზიის სახეობა: მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის საკაბელო ქსელით მომსახურება) მოქმედების ვადა გაუვიდა 2003 წლის 29 მაისს და კომპანიას განაცხადი ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ კომისიაში არ წარმოუდგენია;

შპს „კარიბჭეს„  N1103 ლიცენზიას (ლიცენზიის სახეობა: საეთერო ტელერადიომაუწყებლობა) მოქმედების ვადა გაუვიდა 2001 წლის 20 ივლისს და კომპანიას განაცხადი ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ კომისიაში არ წარმოუდგენია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,არტ ივერიონი’’-ს N1173, შპს ,,კარიბჭეს’’ N1103 და შპს ,,ვანექსის’’ N573 ლიცენზიების გაუქმების შესახებ ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-40-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს ლიცენზიის გაუქმებას ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლის გამო.

კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობა საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის ჩატარების შესახებ გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ  გვერდზე ინტერნეტში.

2004 წლის 7 ოქტომბერს კომისიაში ჩატარდა საკითხის ზეპირი მოსმენა სადაც აღინიშნა, რომ შპს ,,არტ ივერიონი’’-ს N1173, შპს ,,კარიბჭის’’ N1103 და შპს ,,ვანექსის’’ N573 ლიცენზიები ექვემდებარება გაუქმებას ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლის გამო.

,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ’’ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის,  მე-40-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის საფუძველზე კომისიამ

გადაწყვიტა:

1.  გაუქმდეს შპს ,,არტ ივერიონი’’-ს N1173, შპს ,,კარიბჭის’’ N1103 და შპს ,,ვანექსის’’ N573 ლიცენზიები;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ.ჯანელიძე):

ა) აცნობოს გადაწყვეტილების მიღების თაობაზე  შპს ,,არტ ივერიონს’’ შპს ,,კარიბჭეს’’ და შპს ,,ვანექსს’’;

ბ) გადაწყვეტილების ინტერნეტში კომისიის გვერდზე გამოქვეყნება.

3. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის   მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში„ გამოქვეყნება;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                       დ.ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები