გადაწყვეტილება N 543 შპს „ინტელკომი“-ს ? 1297 და შპს „სოსელო”-ს ?1281 ლიცენზიების მოქმედების შეჩერებისა და ინდივიდუალური მეწარმე “გიორგი კოღუაშვილი”-ს ? 1313 ლიცენზიის მოქმედების შეჩერებაზე ადმინისტრაციულიწარმოების შეწყვეტის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 22, 2004
მიღების თარიღი ოქტომბერი 22, 2004
შპს ინტელკომი„-ს № 1297 და შპს სოსელო”-ს №1281 ლიცენზიების მოქმედების შეჩერებისა და ინდივიდუალური მეწარმე „გიორგი კოღუაშვილი”-ს № 1313 ლიცენზიის მოქმედების შეჩერებაზე ადმინისტრაციულიწარმოების შეწყვეტის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ი) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიების პირობების დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება„. ამავე კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა და ლიცენზიაში მითითებული მოთხოვნები„.
ლიცენზიის მფლობელების მიერ სალიცენზიო ვალდებულებებისა და პირობების შესრულებაზე ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელების მიზნით, კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ი) ქვეპუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ 36-ე მუხლის თანახმად ჩატარდა შემოწმება. დადგინდა, რომ: შპს ინტელკომ„-ს, რომელიც ფლობს N1297 ლიცენზიას (საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურება„, გაცემულია 2001 წლის 7 დეკემბერს, გადაწყვეტილება N533), შპს სოსელო”-ს, რომელიც ფლობს №1281 ლიცენზიას („საკაბელო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურება”, გაცემულია 2001 წლის 7 სექტემბერს) და ინდივიდუალური მეწარმე „გიორგი კოღუაშვილ”-ს, რომელიც ფლობს № 1313 ლიცენზიას („საკაბელო ტელერადიოპსამაუწყებლო ქსელით მომსახურება”, 2002 წლის 26 აპრილს), 2004 წლის 14 სექტემბრის მდგომარეობით არ წარმოუდგენიათ რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და არც რეგულირების საფასური გადაუხდიათ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ინტელკომს„, შპს „სოსელოს” და ინდივიდუალური მეწარმე „გიორგი კოღუაშვილს” დარღვეული აქვთ კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტი„, 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტი, „რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობის და გადახდის წესის შესახებ” დებულების პირველი და მე-5 მუხლები, რაც კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის ა) და გ) პუნქტების თანახმად, ლიცენზიის მოქმედების შეჩერების საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ინტელკომის„ N 1297, შპს სოსელო”-ს №1281 და ინდივიდუალური მეწარმე „გიორგი კორუაშვილი”-ს №1313 ლიცენზიების მოქმედების შეჩერების შესახებ.
2004 წლის 7 ოქტომბერს ზეპირი მოსმენის სხდომაზე კომისიის აპარატის მთავარმა ბუღალტერმა (ი. აბულაძე) წარმოადგინა ინფორმაცია, რომ ინდივიდუალური მეწარმე „გიორგი კოღუაშვილმა” მთლიანად დაფარა რეგულირების ყოველწლიური საფასურის დავალიანება, შესაბამისად აღნიშნულმა პირმა აღმოფხრა ის დარღვევა, რომელიც გახდა მიზეზი ადმინისტრაციული წამოების დაწყებისა ლიცენზიის მოქმედების შეჩერებაზე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) და გ), 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტისა და მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-IX თავის შესაბამისად, კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შეჩერედეს შპს „ინტელკომი-ს N1297 და შპს სოსელო”-ს №1281 ლიცენზიები ორი კვირით;
2. შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება ინდივიდუალური მეწარმე „გიორგი კოღუაშვილის” № 1313 ლიცენზიის მოქმედების შეჩერების თაობაზე;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე) გადაწყვეტილების გამოქვეყნება იტერნეტში კომისიის გვერდზე;
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე) აცნობოს გადაწყვეტილების მიღების თაობაზე შპს „ინტელკომ-ს, შპს სოსელო”-ს და ინდივიდუალური მეწარმე „გიორგი კოღუაშვილს”;
5. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტების შესაბამისად, უზრუნველყოს ლიცენზიების შეჩერების თაობაზე ინფორმაციის სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნება”;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი);
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
