წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 545 შპს “თრიალეთის” ¹ 45 ლიცენზიის მოდიფიცირების, ლიცენზიაში ცვლილების შეტანის, ლიცენზიის ნაწილის გაუქმების და კომისიის 2003 წლის 10 ოქტომბრის ¹519/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 545 / 22

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 22, 2004

მიღების თარიღი ოქტომბერი 22, 2004

შპს „თრიალეთის” N 45 ლიცენზიის მოდიფიცირების, ლიცენზიაში ცვლილების შეტანის, ლიცენზიის ნაწილის გაუქმების და კომისიის 2003 წლის 10 ოქტომბრის N519/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „თრიალეთმა” კომპანიის N 45 ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე. შპს „თრიალეთმა„ მოითხოვა სატელევიზიო მაუწყებლობისთვის განსაზღვრული პირველი სატელევიზიო არხის გადამცემის სიმძლავრის 1 კვტ-მდე გაზრდა, სატელევიზიო მაუწყებლობის სიხშირისა (231,25 - 237,75 მგჰც) და რადიომაუწყებლობის სიხშირის 69.72 მგჰც შეცვლა და სიმძლავრის გაზრდა 1 კვტ-მდე (წერილები N 103, 11.03.04. და N 9, 18.07.03.).

საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ შპს „თრიალეთის” სახელზე 1994 წლის 26 ოქტომბერს გაცემული იყო ლიცენზია N 45, რომელიც ითვალისწინებდა სატელევიზიო მაუწყებლობას პირველ სატელევიზიო არხზე სიმძლავრით 100 ვატი, სატელევიზიო მაუწყებლობას 231,25 მგჰც და 237,75 მგჰც სიხშირეზე სიმძლავრით 100 ვატი, რადიომაუწყებლობას  69,72 მგჰც სიხშირეზე სიმძლავრით 20 ვატი (ქ. ქარელი) .

          შპს „თრიალეთმა” კომისიის N 184 (30.03.2001 წ.) გადაწყვეტილებით „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად გაიარა ხელახალი რეგისტრაცია.

    შპს „თრიალეთის„ N 45 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით კომისიის N 231 (23.05.2003 წ) გადაწყვეტილებით განისაზღვრა სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა და გადახდის წესი, ხოლო კომისიის N 380 (01.08.2003 წ.) გადაწყვეტილებით შპს „თრიალეთის” N 45 ლიცენზიას გაუგრძელდა მოქმედების ვადა 2011 წლის 31 დეკემბრამდე. „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, მოდიფიცირდა ლიცენზიის სახე და სახეობა. შესაბამისი მონაცემები შეტანილია კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

     შპს „თრიალეთის„ N 45 ლიცენზიით განსაზღვრული პირველი სატელევიზიო არხის 1 კვტ-მდე გაზრდის, 231.25 მგჰც – 237.75 მგჰც.  სიხშირეების 34-ე დეციმეტრული არხით შეცვლის და რადიომაუწყებლობისთვის მიკუთნებული 69.72 მგჰც რადიოსიხშირის 104.8 მგჰც რადიოსიხშირით შეცვლის და სიმძლავრის 1 კვტ-მდე გაზრდის მიზნით, კომისიის N 519/9 (10.10.03.) გადაწყვეტილებით გადაანგარიშდა შპს „თრიალეთის„ N 45 ლიცენზიის სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა და განისაზღვრა 60 467 (სამოცი ათას ოთხას სამოცდაშვიდი) ლარით.

   კომისია აღნიშნავს, რომ შპს „თრიალეთს” N 45 ლიცენზიით მინიჭებული აქვს ტელემაუწყებლობის უფლება პირველ სატელევიზიო არხზე 100 ვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ. ქარელში. კომისია ამასთანავე აღნიშნავს, რომ ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს გადაწყვეტილების (N 52, 24.06.97.) საფუძველზე შპს „თრიალეთს„ მიეცა ნებართვა ახალდაბის სატელევიზიო სადგურში სატელევიზიო სადგურის განთავსების თაობაზე. კომისია მიიჩნევს, რომ სატელევიზიო სადგურის განთავსების ადგილის შეცვლასთან ერთად ლიცენზიაში შეტანილი უნდა ყოფილიყო შესაბამისი ცვლილება სამაუწყებლო არეალის გაზრდასთან დაკავშირებით. კომისიას მიაჩნია, რომ სატელევიზიო სადგურის განთავსების ადგილის, აგრეთვე ლიცენზიით განსაზღვრული სამოქმედო არეალის (ქ. ქარელი)  სატელევიზიო სიგნალის მდგრადი სამაუწყებლო დონით უზრუნველყოვის მიზნით მიზანშეწონილია 100 ვტ-ანი სიმძლავრის გადამცემის 1 კვტ-მდე გაზრდა. აღნიშნული არ გამოიწვევს ელექტრომაგნიტური თავსებადობის გაწონასწორებული პირობების დარღვევას და აღმოფხვრის ტროფოსფერული ხასიათის რადიოხელშეშლებს, რაც უზრუნველყოფს სატელევიზიო პროგრამების ხარისხიან ტრანსლირებას.

  შპს „თრიალეთს„ N 45 ლიცენზიით ტელემაუწყებლობისთვის ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ განსაზღვრული აქვს აგრეთვე 231.25 მგჰც – 237.75 მგჰც.  სიხშირეები. იმის გამო, რომ  მეზობელ მე – 12 სატელევიზიო არხზე (223.25 მგჰც – 229.75 მგჰც) ქ. გორში 1977 წლიდან ფუნქციონირებს 5 კვტ. სიმძლავრის საბაზო სატელევიზიო გადამცემი, სამაუწყებლობო ზონაში შპს „თრიალეთის„ მიერ  231.25 მგჰც – 237.75 მგჰც სიხშირეების გამოყენებით მაუწყებლობა არ წარმოებს (მაუწყებლობა არც დაწყებულა). აღნიშნულის გამო,  შპს „თრიალეთმა” კომისიას მიმართა მოდიფიცირების განცხადებით სატელევიზიო მაუწყებლობისთვის განსაზღვრული 231.25 მგჰც – 237.75 მგჰც სიხშირის შეცვლის მიზნით.

კომისია აღნიშნავს, რომ  სიხშირის შეცვლის მიზნით ლიცენზიის მოდიფიცირებას საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 391-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება გახდეს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შეცვლა, აგრეთვე გამოყენებული მოწყობილობების ტექნოლოგიური ცვლილებები.„ შპს „თრიალეთის„ მოთხოვნა ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ არ შეიცავს დასაბუთებას 231.25 მგჰც – 237.75 მგჰც სიხშირეებზე გამოყენებული მოწყობილობების ტექნოლოგიური ცვლილებების თაობაზე, რაც შეიძლება მოდიფიცირების საფუძველი გახდეს.

ამდენად, კომისიას მიაჩნია, რომ შეუძლებელია ამ ნაწილში შპს „თრიალეთის„ N45 ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილება.

ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის დ) და ვ) პუნქტების თანახმად, ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის შეწყვეტა, აგრეთვე პრაქტიკული საქმიანობის დაუწყებლობა, ლიცენზიის გაუქმების საფუძველია.

         კომისია აღნიშნავს, რომ შპს „თრიალეთის„ რადიომაუწყებლობისთვის განსაზღვრული რადიოსიხშირე 69.72 მგჰც ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) რადიორეგლამენტის შესაბამისად მიეკუთვნება რადიოსამაუწყებლო სამსახურისთვის გამოყოფილ 68-73 მგჰც სიხშირულ დიაპაზონს (პოლარული მოდულაციით), მაგრამ იგი, პრაქტიკულად, აღარ გამოიყენება, ვინაიდან ფართო მოხმარების თანამედროვე მიმღებები აღნიშნულ დიაპაზონს არ მოიცავენ. რადიომაუწყებლობის სტერეოფონული პროგრამების ტრანსლირება წარმოებს 88-108 მგჰც სიხშირულ დიაპაზონში და თანამედროვე რადიომიმღებები სწორედ ამ დიაპაზონისათვის არის გათვალისწინებული.

 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია შპს „თრიალეთის„ მოთხოვნის დაკმაყოფილება N45 ლიცენზიით მიკუთნებული 69.72 მგჰც რადიოსიხშირის შეცვლასთან დაკავშირებით და რადიომაუწყებლობისათვის 104.8 მგჰც-ის რადიოსიხშირის მინიჭება, რაც წარმოადგენს რადიომაუწყებლობის გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ტექნოლოგიურ ცვლილებას. აღსანიშნავია, რომ 104.8 მგჰც სიხშირეზე მოქმედი 1 კვტ. სიმძლავრის რადიოგადამცემის გამოყენებით სამოქმედო ზონაში არ დაირღვევა ელექტრომაგნიტური თავსებადობის გაწონასწორებული პირობები.

         კომისიის N519/9 (10.10.03.) გადაწყვეტილების შესაბამისად შპს „თრიალეთის” მიერ გადახდილია სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის (60 467 ლარი) 20% (12 093 ლარი) კომისიის ანგარიშზე და სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10% (6 047 ლარი) სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე.

   ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია შპს „თრიალეთის” N 45 ლიცენზიის ნაწილობრივ მოდიფიცირება.

      „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 391-ე მუხლის, მე-40 მუხლის პირველი პუნქტის „დ„ და „ვ„ ქვეპუნქტების, „კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოუენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრისა და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ„ დებულების  მე-7 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-63 მუხლის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.  მოდიფიცირებული იქნეს შპს „თრიალეთის” N 45 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება ამავე ლიცენზიაში  და ლიცენზიის საგანი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლიცენზიის საგანი:

ტელემაუწყებლობა პირველ სატელევიზიო არხზე გორის, ხაშურის, ქარელის, კასპიის და ცხინვალის რაიონებში ახალდაბის (გორის რაიონი) სატელევიზიო ანძაზე განთავსებული 1 კვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით;

რადიომაუწყებლობა 104.8 მგჰც სიხშირეზე გორის, ხაშურის, ქარელის, კასპიის და ცხინვალის რაიონებში ახალდაბის (გორის რაიონი) სატელევიზიო ანძაზე განთავსებული 1 კვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით.„

2. უარი ეთქვას შპს „თრიალეთს„ N45 ლიცენზიის იმ ნაწილის მოდიფიცირებაზე, რომელიც ითვალისწინებს ტელემაუწყებლობას 231.25 მგჰც – 237.75 მგჰც სატელევიზიო არხზე;

3. გაუქმდეს შპს „თრიალეთის” N45 ლიცენზიის ის ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს ტელემაუწყებლობას სატელევიზიო არზე (გამოსახულება 231,25 მგჰც და ხმა – 237,75 მგჰც) 100 ვტ. სიმძლავრის გამოყენებით ქ. ქარელში;

4. შეტანილ იქნას ცვლილება კომისიის 2003 წლის 10 ოქტომბრის N519/9 გადაწყვეტილებაში და სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა განისაზღვროს 33 967 ლარით.

5. დაუბრუნდეს შპს „თრიალეთს„ კომისიის N 519/9 (10.10.03.) გადაწყვეტილების შესაბამისად გადახდილი თანხიდან 7 950 ლარი;

6. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 70%-იდან 2 650 ლარის გადახდა მოხდეს კომისიის ანგარიშზე 2005 წლის 31 იანვრამდე შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია

დანიშნულება

სალიცენზიო გადასახდელი

ბანკი

სკბ „TBC-ბანკი”

კოდი

220101830

ანგარიშის N

609326

7.  სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი ნაწილის (21 127 ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი რეკვიზიტების და გრაფიკის მიხედვით:

მიმღები

სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტი. კავშირგაბმულობის სალიცენზიო გადასახდელი

საიდენტიფიკაციო N

204953050

ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი

კოდი

220101107

ანგარიშის N

000141408

სახაზინო ქვეანგარიში

9051

დანიშნულება

სალიცენზიო გადასახდელი

747    ლარი - 2005 წლის 31 იანვრამდე;

3 397  ლარი - 2006 წლის 31 იანვრამდე;

3 397  ლარი - 2007 წლის 31 იანვრამდე;

3 397  ლარი - 2008 წლის 31 იანვრამდე;

3 397  ლარი - 2009 წლის 31 იანვრამდე;

3 397  ლარი - 2010 წლის 31 იანვრამდე;

3 397  ლარი - 2011  წლის 31 იანვრამდე;„

8. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების შეტანა კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

ბ) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნება;

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე:                                       დ.ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები