წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 546 შპს „ქართული სატელეფონო კომპანია GTC“-სთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 546 / 7

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 22, 2004

მიღების თარიღი ოქტომბერი 22, 2004

შპს „ქართული სატელეფონო კომპანია GTC„-სთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ შპს „ქართული სატელეფონო კომპანია GTC„-მ (რეგისტრირებული ქ. თბილისის საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1998 წლის 29 აპრილის N 5/4-1645 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 1/28, 04.10.04) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N HWC040929019, 29.09.04) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები (საბაზო რადიოსადგუი შემადგენელი ნაწილებით) გამოყენებული უნდა იყოს უმავთულო სატელეფონო რადიოკავშირის  ქსელში ფუნქციონირებისთვის.

         „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა შპს „ქართულ სატელეფონო კომპანია GTC„-ს შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N HWC040929019, 29.09.04)   გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.უზრუნველყოს შპს „ქართული სატელეფონო კომპანია GTC„-მ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.            კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის  სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

            კომისიის თავმჯდომარე                                                                            დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები