გადაწყვეტილება N 551 შპს „ბესტისთვის" მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 22, 2004
მიღების თარიღი ოქტომბერი 22, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ შპს ბესტმა„ (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 13 ნოემბრის N 5/4-3450 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 04, 18.10.04) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N INV647, 14.09.04) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები წარმოადგენენ ტრანსპორტის მონიტორინგის სისტემის აპარატურა GSM ბაზაზე.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1.მიეცეს ნებართვა შპს ბესტს„ შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N INV647, 14.09.04) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2.უზრუნველყოს შპს ბესტმა„ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (თ. ძაგნიძე).კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
