გადაწყვეტილება N 554 ასოციაცია ახალგაზრდული ცენტრი ,,ჯიხა’’-ს ? 1198 ლიცენზიის მოქმედების განახლების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 22, 2004
მიღების თარიღი ოქტომბერი 22, 2004
ასოციაცია ახალგაზრდული ცენტრი ,,ჯიხა-ს № 1198 ლიცენზიის მოქმედების განახლების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ი) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიების პირობების დაცვის ზედამხედველობა„. ამავე კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება ლიცენზიის მოქმედების შეჩერების, ხოლო დარღვევათა აღმოფხვრის შემდგომ ლიცენზიის მოქმედების განახლების შესახებ.
ლიცენზიის მფლობელების მიერ სალიცენზიო ვალდებულებებისა და პირობების შესრულებაზე ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელების მიზნით, კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ი) ქვეპუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ 36-ე მუხლის თანახმად, 2004 წლის 8-12 ივლისს ჩატარდა საეთერო სამაუწყებლო ლიცენზიის მქონე კომპანიების შემოწმება, მათ მიერ საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის შესწავლის მიზნით. მონიტორინგის შედეგად (წარმოდგენილია მონიტორინგის ჯგუფის დასკვნა) გამოვლინდა, რომ ასოციაცია ახალგაზრდული ცენტრი ჯიხა„ ნაცვლად ლიცენზიით განსაზღვრული 38-ე სატელევიზიო არხისა მაუწყებლობას ახორციელებს მე-5 მეტრულ არხზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ასოციაცია ახალგაზრდული ცენტრი ჯიხას„ N1198 ლიცენზიის მოქმედების შეჩერების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ ასოციაცია ახალგაზრდული ცენტრი „ჯიხას„ სახელზე გაცემული იყო ლიცენზია N1198, რომელიც ითვალისწინებდა ტელემაუწყებლობას მე-5 მეტრულ არხზე თავისუფალი საეთერო დროის გამოყენებით (ქ. წალენჯიხა და მისი მიმდებარე ტერიტორია). ასოციაცია ახალგაზრდულმა ცენტრმა „ჯიხამ„ კომისიის N 361, 13.07.01. წ. გადაწყვეტილებით „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად გაიარა ხელახალი რეგისტრაცია კომისიაში და მისი მონაცემები შეტანილია კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში, იმავე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიის მიერ დაზუსტებული იქნა სატელევიზიო არხის ტექნიკური პარამეტრები (დეციმეტრული 38-ე სატელევიზიო არხი, გადამცემის სიმძლავრე - 100 ვტ.). კომისიის 2004 წლის 5 მარტის N 94/6 გადაწყვეტილებით მოდიფიცირებულ იქნა ასოციაცია ახალგაზრდული ცენტრი „ჯიხას„ N 1198 ლიცენზია და ლიცენზიის საგანი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,ტელემაუწყებლობა 38-ე სატელევიზიო არხზე, 100 ვტ-ის სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ. წალენჯიხაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე
კომისია აღნიშნავს, რომ ასოციაცია ახალგაზრდული ცენტრი „ჯიხას„ მიერ მაუწყებლობა ხორციელდება მე-5 მეტრულ არხზე, მაშინ როდესაც კომპანიის მფლობელობაში არსებული N 1198 ლიცენზია ითვალისწინებს მაუწყებლობის განხორციელებას 38-ე სატელევიზიო არხზე, 100 ვტ-ის სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ. წალენჯიხაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. შესაბამისად, ასოციაცია ახალგაზრდული ცენტრი „ჯიხას„ მიერ დაირღვა „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტების მოთხოვნები, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ლიცენზიის მოქმედების შეჩერების საფუძველს წარმოადგენდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიამ 2004 წლის 27 აგვისტოს № 428 გადაწყვეტილებით ასოციაცია ახალგაზრდულმა ცენტრ „ჯიხას„ № 1198 ლიცენზიას შეუჩერა მოქმედება 2 კვირის ვადით.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ლიცენზიის მოქმედების შეჩერება ნიშნავს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის განხორციელების აკრძალვას ლიცენზიის განახლებამდე„, ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად, იმ დარღვევების აღმოფხვრის შემდგომ, რომელთა გამოც მოხდა ლიცენზიის მოქმედების შეჩერება, ლიცენზიის მოქმედება განახლდება ლიცენზიის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილებით, ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე.
კომისიაში 2004 წლის 8 ოქტომბერს შემოვიდა ასოციაცია ახალგაზრდული ცენტრი „ჯიხა”-ს წერილი, რომლითაც კომპანია იტყობინება, რომ აღმოფხვრა დარღვევა და კომისიას ეთხოვა № 1198 ლიცენზიის მოქმედების განახლება.
კომისიის თავმჯდომარის 2004 წლის 5/23 ბრძანების საფუძველზე კომისიის აპარატის მონიტორინგის სამსახუმა 2004 წლის 25 სექტემბერს ჩაატარა შემოწმება, რომლის შესაბამისად დადგინდა, რომ: ასოციაცია ახალგაზრდული ცენტრის „ჯიხა” მაუწყებლობს ლიცენზიით გათვალისწინებულ 38-ე დეციმეტრულ არხზე 100 ვატის სიმძლავრით გადამცემის გამოყენებით ქ. წალენჯიხაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. შესაბამისად დადასტურდა, რომ კომპანიის მიერ აღმოფხვრილია ის დარღვევა, რომელიც გახდა მიზეზი ლიცენზიის მოქმედების შეჩერებისა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. განახლდეს ასოციაცია ახალგაზრდული ცენტრი „ჯიხას” № 1198 ლიცენზიის მოქმედება 2004 წლის 22 ოქტომბრიდან.
2. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტების შესაბამისად, უზრუნველყოს ლიცენზიის განახლების თაობაზე ინფორმაციის სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნება”;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის გვერდზე და გადაწყვეტილების გაგზავნა ასოციაცია ახალგაზრდული ცენტრი „ჯიხას”- თვის (ნ. ჯანელიძე).
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი);
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
