გადაწყვეტილება N 555 შპს „ტელეკომპანია თბილისი“-ს ? 67 ლიცენზიის მოქმედების შეჩერების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 22, 2004
მიღების თარიღი ოქტომბერი 22, 2004
შპს ტელეკომპანია თბილისი„-ს № 67 ლიცენზიის მოქმედების შეჩერების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, შპს ტელეკომპანია თბილისი„, რომელიც ფლობს საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობის № 67 ლიცენზიას (მოქმედების ვადა 2011 წლის 31 დეკემბრამდე) არ ასრულებს კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 4510-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, კერძოდ, კომპანიას მიუხედავად კომისიის არაერთი მოთხოვნისა, არ წარმოუდგენია მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამის გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რითაც არღვევს ამავე კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის გ„ ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის ბ) ქვეპუნქტისა და 115-ე მუხლის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ბ„ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ტელეკომპანია თბილისი„-ს № 67 ლიცენზიის მოქმედების შეჩერების თაობაზე;
2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა გადაწყვეტილების პირველ პუნქტში აღნიშნული ლიცენზიის მოქმედების შეჩერების თაობაზე;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7 ) ექვსი თვის ვადაში.
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
