გადაწყვეტილება N 556 შპს ქ.თბილისის მერიის საწარმო “თბილისის მეტროპოლიტენის” რეგისტრაციაში გატარების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 22, 2004
მიღების თარიღი ოქტომბერი 22, 2004
შპს ქ.თბილისის მერიის საწარმო „თბილისის მეტროპოლიტენის”
რეგისტრაციაში გატარების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მომართა შპს ქ.თბილისის მერიის საწარმო „თბილისის მეტროპოლიტენმა” რეგისტრაციაში გატარების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ქ.თბილისის მერიის საწარმო „თბილისის მეტროპოლიტენის” მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაცია (სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი; კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით განსახორციელებელი საქმიანობა, ტექნიკური პარამეტრების ჩათვლით; განსახორციელებელი საქმიანობის ვადა და სამოქმედო ზონა), შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 32-ე მუხლის შესაბამისად კომისიამ
გადაწყვიტა:
1. გატარდეს რეგისტრაციაში შპს ქ.თბილისის მერიის საწარმო „თბილისის მეტროპოლიტენი”, რომელიც შიდასაწარმოო დანიშნულებისათვის იყენებს კავშირგაბმულობის შემდეგ საშუალებებს:
ა) სატელეფონო ქსელი:
- კვაზიელექტრონული ავტომატიური სატელეფონო სადგურის ტიპი კვანტი„;
- კვაზიელექტრონული ავტომატიური სატელეფონო სადგურის ტევადობა 1024 ნომერი;
ბ) ტალღგამტარიანი რადიო-სამატარებლო სადისპეჩერო კავშირი:
- რადიოსადგურის ტიპი - 43 რტც-ა2-ჩმ;
- სიხშირული დიაპაზონი - 2444,2464 კჰც;
გ) ხმამაღლამოლაპარაკე შეტყობინების ქსელი:
- აპარატურის ტიპი რიაბინა„;
- ძირითადი სატრანზიტო ხაზების რიცხვი -12;
- სატრანსლაციო ხაზებზე გამოსასვლელი სიმძლავრე -50 ვტ;
დ) სადისპეჩერო სადგურები:
- სადგურის ტიპი რსდგ-1მ;
- მომსახურებადი საშუალედო პუნქტების რიცხვი 105;
- სიხშირეთა დიაპაზონი -300-2400 ჰც;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ.ჯანელიძე):
ა) აცნობოს გადაწყვეტილების მიღების თაობაზე შპს ქ.თბილისის მერიის საწარმო „თბილისის მეტროპოლიტენს”;
ბ) გადაწყვეტილების ინტერნეტში კომისიის გვერდზე გამოქვეყნება;
3. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე) სათანადო მონაცემების შეტანა კომისიის რეგისტრაციის უწყებრივ რეესტრში;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
