გადაწყვეტილება N 558 შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 22, 2004
მიღების თარიღი ოქტომბერი 22, 2004
შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიაში 2004 წლის 27 სექტემბერს შემოვიდა შპს „ტელეიმედი”-ს №6/765-04 წერილი, რომლის შესაბამისად კომისიას ეცნობა, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის ეთერით 2004 წლის 24 სექტემბერს, 13:30 სთ-ზე, განხორციელდა მხატვრული ფილმის „ალყაში 2”-ის საჯარო გადაცემა, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ორჯერადი გადაცემის განსაკუთრებული უფლება მინიჭებული აქვს მხოლოდ შპს „ტელეიმედს”, მასსა და შპს „ЕАТВ-ФИЛЬМ”-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. აღნიშნულ წერილს თან ერთვის 2004 წლის 20 ივნისის შპს „ЕАТВ-ФИЛЬМ”-თან დადებული № п 10/06/04 ხელშეკრულების ასლი; შპს „ЕАТВ-ФИЛЬМ”-ის აღნიშნულ ფილმის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ვიდეოკასეტა სადაც დაფიქსირებულია შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის მიერ ფილმის ეთერით გადაცემის ფაქტი და გაზეთი „TV პროგრამა” № 38(465) 2004 წლის 20-26 სექტემბრის გამოშვება, სადაც მოცემულია შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის მიერ გამოქვეყნებული სამაუწყებლო ბადე და რომელშიც გათვალისწინებულია მხატვრული ფილმის „ალყაში 2”-ს საჯარო გადაცემა 2004 წლი 24 სექტემბერს 13:30 სთ-ზე.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2„-ის მიერ (რეგისტრირებული ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1996 წლის 27 აგვისტოს № 5ა/4-580 დადგენილებით), რომელიც ფლობს № 908 ლიცენზიას (ლიცენზიის სახეობა: საეთერეო ტელერადიომაუწყებლობა მე-12 სატელევიზიო არხზე 1 კვტ-მდე სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით) დარღვეულია „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 4510-ე მუხლის პირველი პუნქტის, აგრეთვე „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 46 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები, კერძოდ: კომპანიამ 2004 წლის 24 სექტემბერს 13:30 სთ-ზე ეთერში გაუშვა მხატვრული ფილმი „ალყაში 2” (რეჟისორი ჯეფ მერფი). აღნიშნული ფილმის საქართველოს ტერიტორიაზე ორჯერადი ჩვენების მომიჯნავე უფლება შპს „ტელეიმედს” აქვს მასსა და შპს „ЕАТВ-ФИЛЬМ”-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების (№ П-10/06/04 2004 წლის 26 ივნისი) საფუძველზე.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის მაუწყებლობის მონიტორინგის სამსახურის (2004 წლის 4 ოქტომბრის № 10/249-04 სამსახურებრივი ბარათი) მონაცემებით ირკვევა, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2” -ს კომისიამ მიმართა მისი სამაუწყებლო ბადით გათვალისწინებული ფილმების საჯარო გადაცემის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის თაობაზე (2004 წლის 14 ივნისის № 01/793-04 წერილი), მაგრამ კომპანიამ არ წარმოადგინა კომისიაში მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამის გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მათ შორის არც ფილმზე „ალყაში 2”.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ მე-6 თავის შესაბამისად, კომისიაში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოება შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2„-ის მიმართ.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის თანახმად, ლიცენზიის პირობების (კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა) დარღვევა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რაც იწვევს ლიცენზიის პირობების დამრღვევი პირის ადმინისტრაციულ დაჯარიმებას 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო 1448-ე მუხლის თანახმად, კომისიაში ინფორმაციის წარმოუდგენლობა იწვევს ადმინისტრაციულ დაჯარიმებას 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
2004 წლის 15 ოქტომბერს კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის, საქართველოს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 1441-ე და 1448-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ 37-ე მუხლის შესაბამისად, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2„-ის მიმართ (თან ერთვის), რომელიც ჩაბარდა შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის პროგრამების დირექტორს ბ-ნ ვ. მაისურაძეს.
შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2„-ის წარმომადგენელმა ბ-მა ვ. მაისურაძემ დაადასტურა, რომ შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2„-მა 2004 წლის 24 სექტემბერს განახორციელა მხატვრული ფილმის „ალყაში 2” ულიცენზიო საჯარო გადაცემა. ამასთან, მან უარი განაცხადა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ხელმოწერაზე და ამის მოტივად დაასახელა ის გარემოება, რომ ადგილზე არ არის გენერალური დირექტორი, რომლის გარეშეც ოქმს ხელს ვერ მოაწერს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა მოწმეთა (თ. რიჟამაძე, ა. მამათელაშვილი) თანდასწრებით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის მიერ შპს „ტელეიმედი”-ს მომიჯნავე უფლების დარღვევის ფაქტი დადასტურებულია, რაც წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის და ლიცენზიის პირობების დარღვევას. გარდა აღნიშნულისა კომპანიის მიერ დარღვეულია „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვებუნქტის მოთხოვნა (კომისიაში ინფორმაციის წარმოუდგენლობა).
ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 36-ე მუხლის შესაბამისად შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ს სახდელი დაედება იმ სანქციის ფარგლებში, რომელიც დაწესებულია უფრო სერიოზული დარღვევისათვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 36-ე მუხლის, 1441-ე მუხლისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 41-ე მუხლის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2„-ს საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 1441-ე მუხლის შესაბამისად დაედოს ადმინისტრაციული სახდელი - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
2. შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2„-მა უზრუნველყოს ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ჩარიცხვა ვაკე-საბურთალოს რაიონის შემოსულობების სატრანზიტო ანგარიშზე ა/ა 507121604, საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი N220101107, სახაზინო კოდი №3179 და ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტები წარმოადგინოს კომისიაში 30 დღის განმავლობაში;
3. შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2„ უფლებამოსილია გაასაჩივროს კომისიის გადაწყვეტილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი„-ს 273-ე მუხლის შესაბამისად, ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში (ქ.თბილისი დ.არაყიშვილის ქ. № 3) 10 დღის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულებზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე: დ. ქიტოშვილი
