წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 559 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის არქივის დებულებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დოკუმენტების შემფასებელი საექსპერტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

ნომერი: 559 / 22

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 22, 2004

მიღების თარიღი ოქტომბერი 22, 2004

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის არქივის დებულებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დოკუმენტების შემფასებელი საექსპერტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

       „ეროვნული საარქივო ფონდის შესახებ” საქართველოს კანონის, „საქმისწარმოების ერთიანი წესების” დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის № 414 ბრძანებულებისა და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის” შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ

 გადაწყვიტა:

1. დამტკიცდეს „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის არქივის დებულება”;

2. დამტკიცდეს „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დოკუმენტების შემფასებელი საექსპერტო კომისიის დებულება”;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის გვერდზე;

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი);

კომისიის თავმჯდომარე                                         დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები