გადაწყვეტილება N 560 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციისთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 22, 2004
მიღების თარიღი ოქტომბერი 22, 2004
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციისთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსათა სამინისტროს ფინანსურმა პოლიციამ კომისიას მიმართა განცხადებით (N 26-10-1/8, 01.10.04) მეტრულ ტალღათა დიაპაზონში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ექვსი სიხშირის გამოყოფის თაობაზე. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ პოლიციას 136.325 მგჰც, 136.350 მგჰც, 136.375 მგჰც, 142.225 მგჰც, 142.250 მგჰც და 142.275 მგჰც სიხშირეები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ოპერატიული რადიოკავშირისათვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით, ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციისთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3. უზრუნველყოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსურმა პოლიციამ კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
4. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციისთვის სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
