წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 562 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 20 აგვისტოს ¹412 გადაწყვეტილებით გამოცხადებული კონკურსის გადადების შესახებ

ნომერი: 562 / 10

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 26, 2004

მიღების თარიღი ოქტომბერი 26, 2004

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 20 აგვისტოს N412 გადაწყვეტილებით გამოცხადებული კონკურსის გადადების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ კომისიის 2004 წლის 20 აგვისტოს N412 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი საეთერო სპეციალიზირებულ რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად ერთი გადამცემის გამოყენებით პირველ სამაუწყებლო ზონაში (ქ. თბილისი). კონკურსის ჩატარების თარიღად გამოცხადდა  2004 წლის 29 ოქტომბერი, 12:00 საათი. 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოდგენილი იქნა სამი მონაწილის განცხადება:

1. შპს „რადიო საქართველო„,  რეგისტრირებული ქ.თბილისის ვაკის რაიონული სასამართლოს მიერ 1996 წლის 12 დეკემბერს, რეგისტრაციის N 5/4-1040;

2. შპს „ჰარალე„, რეგისტრირებული ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მიერ 2004 წლის 19 ივლისს, რეგისტრაციის ნ2/4-3999;

3. შპს „ხარისხის მართვის ინსტიტუტი„, რეგისტრირებული ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მიერ 1997 წლის 15 დეკემბერს, რეგისტრაციის N 03/4-797.

სამივე მონაწილის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია ექსპრტიზისთვის დაეგზავნა  ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, გარემოსა დაცვისა და  ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს,  ქ.თბილისის მერიას.

2004 წლის 28 ოქტომბერს კომისიასთან არსებული ქვეკომისიის სხდომა გადაიდო 2004 წლის 3 ნოემბერს. შესაბამისად, ქვეკომისიის მიერ კომისიისთვის არ იქნა წარდგენილი „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნა ლიცენზიის მაძიებლების მიერ წარდგენილი სამშენებლო-ტექნიკური დოკუმენტაციის ლიცენზირებადი საქმიანობის პირობებთან, არსებულ ნორმებთან და სტანდარტებთან შესაბამისობის თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია კონკურსის გადადება.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 362-ე მუხლის პირველი პუნქტის და 38-ე მუხლის თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2004 წლის 20 აგვისტოს N412 გადაწყვეტილებით გამოცხადებული საეთერო სპეციალიზირებულ რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის ჩატარების თარიღად გამოცხადდეს 2004 წლის 5 ნოემბრის 13:00 საათი;

2. დაევალოს პრესმდივანს (ს.ბრიტანჩუკი) აღნიშნული საკითხის საინფორმაციო უზრუნველყოფა;

3. გადაწყვეტილება  შეიძლება   გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი რობაქიძის გამზ. 7ა) 6  თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                        დ.ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები