გადაწყვეტილება N 565 შპს „მერანის“ ¹1193, შპს „ნორმას“ ¹1082 და შპს „ზარის“ ¹1142 ლიცენზიების გაუქმების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 29, 2004
მიღების თარიღი ოქტომბერი 29, 2004
შპს მერანის„ N1193, შპს ნორმას„ N1082 და შპს ზარის„ N1142 ლიცენზიების გაუქმების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია) აღნიშნავს, რომ:
შპს მერანი„-ს N1193 ლიცენზიას (საკაბელო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურება) მოქმედების ვადა გაუვიდა 2004 წლის 17 სექტემბერს;
შპს ნორმას„ N1082 ლიცენზიას (საკაბელო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურება) მოქმედების ვადა გაუვიდა 2004 წლის 20 სექტემბერს (შპს ნორმა„ წარმოადგენს სპს ნორმა„-ს სამართალმემკვიდრეს).
შპს ზარის„ N1142 ლიცენზიას (საკაბელო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურება) მოქმედების ვადა გაუვიდა 2004 წლის 1 სექტემბერს.
აღნიშნულ კომპანიებს კომისიისთვის არ მოუმართავთ ლიცენზიის ვადის გაგრძელების თაობაზე და შესაბამისად, კომისიის 2004 წლის 1 ოქტომბრის N510/18 გადაწყვეტილებიის საფუძველზე, კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს მერანის„ N1193, შპს ნორმას„ N1082 და შპს ზარის„ N1142 ლიცენზიების გაუქმების შესახებ ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ საქართველოს კანონის მე-40-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს ლიცენზიის გაუქმებას ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლის გამო.
კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობა საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის ჩატარების შესახებ გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ გვერდზე ინტერნეტში. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობის თაობაზე ზემოაღნიშნულ კომპანიებს ეცნობათ წერილობით (13.10.2004 N05/1799-04; N05/1700-04; N05/1701-04).
2004 წლის 22 ოქტომბერს კომისიაში ჩატარდა საკითხის ზეპირი მოსმენა, სადაც აღინიშნა, რომ შპს მერანის„ N1193, შპს ნორმას„ N1082 და შპს ზარის„ N1142 ლიცენზიები ექვემდებარება გაუქმებას ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლის გამო.
,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტისა და მე-40-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის საფუძველზე კომისიამ
გადაწყვიტა:
1. გაუქმდეს შპს მერანის„ N1193, შპს ნორმას„ N1082 და შპს ზარის„ N1142 ლიცენზიები;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ.ჯანელიძე):
ა) აცნობოს გადაწყვეტილების მიღების თაობაზე შპს მერანს„, შპს ნორმას„ და შპს ზარს„;
ბ) გადაწყვეტილების ინტერნეტში კომისიის გვერდზე გამოქვეყნება.
3. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში„ გამოქვეყნება;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
