გადაწყვეტილება N 568 შპს ,,საქართველო” - სათვის საფოსტო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 29, 2004
მიღების თარიღი ოქტომბერი 29, 2004
შპს ,,საქართველო” - სათვის საფოსტო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ შპს ,,საქართველო-მ (რეგისტრირებულია ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს მიერ 2004 წლის 9 ნოემბრის დადგენილებით, რეგისტრაციის N7/4-1302) კომისიას მიმართა განცხადებით (24.09.2004) საფოსტო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად.
2004 წლის 22 ოქტომბერს კომისიაში ჩატარდა საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომა, რომელზეც აღინიშნა, რომ შპს ,,საქართველო”-ს მიერ ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და ლიცენზირებადი საქმიანობის პირობებთან.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის და 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა„ ქვეპუნქტის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს N1425 ლიცენზია შპს ,,საქართველო-ს საფოსტო კავშირით მომსახურებაზე (თან ერთვის);
2. ლიცენზიის სახე: საფოსტო კავშირით მომსახურებაზე;
ლიცენზიის სახეობა: ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო გზავნილებების მიღებით, გაგზავნით, გადაზიდვით და დატარებით მომსახურება;
3. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში„ გამოქვეყნება;
გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
