წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 57 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 13 თებერვლის N 8 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 57 / 7

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 13, 2004

მიღების თარიღი თებერვალი 13, 2004

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

2004 წლის 13 თებერვლის N 8 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

  

                   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია”) 2004 წლის                         13 თებერვლის N 8 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტის მე-2 (შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასა„ და ს/ს „საქართველოს ელექტროკავშირს„ შორის დავის განხილვის შესახებ) და მე-4 საკითხების (სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ახალ ქსელებს”,  სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ახტელს” შორის შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ) ს/ს „საქართველოს ელექტროკავშირის„ უფლებამოსილი თანამდებობის პირის კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო და სხდომის დღის წესრიგში მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვების გაცემის შესახებ საკითხების დამატებით შეტანის მიზნით, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

 გადაწყვიტა:

 1. გადაიდოს N 8 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-2 (შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასა„ და ს/ს „საქართველოს ელექტროკავშირს„ შორის დავის განხილვის შესახებ) და მე-4 საკითხების (სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ახალ ქსელებს”,                             სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ახტელს” შორის შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ) განხილვა                            ს/ს „საქართველოს ელექტროკავშირის„ უფლებამოსილი თანამდებობის პირის კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზით;

2. დამატებით ეცნობოს ს/ს „საქართველოს ელექტროკავშირს„, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას„ , შპს „ახალ ქსელებს„ და შპს „ახტელს„ დავის განხილვის თარიღი და დრო (ე. ასანიძე);

3. წარმოდგენილ N 8 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 9 საკითხი:

·  შპს „მობილფონი„-სთვის, სს „გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია„-სთვის, სს „ბანკი ქართუ„-სთვის, ბპ საქართველი ბაქო-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიისთვის, კომპანია „სპი კაპაგ-პეტროფაკ ინთერნეშენელ ლიმითედისთვის„, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, ფოთის საზღვაო ნავსადგურისთვის, სს „საქართველოს ელექტროკავშრი„-სთვის და სს „ჯორჯიან კარდი„-სთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვების გაცემის შესახებ (მომხს. თ. ძაგნიძე - სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი);

 4.  დამტკიცდეს კომისიის N 8 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით;

 5. უზრუნველყოს კომისიის აპარატის საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტმა (დ. ჭანკოტაძე) ინტერნეტში კომისიის გვერდზე 2004 წლის 20 თებერვლის N9 და N10 სხდომის დღის წესრიგის პროექტების თავისდროული გამოქვეყნება;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6 თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის უფროსს                   (ი. ხარებავა).

                         კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                        კ. პოპიაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები