წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 575 შ.პ.ს. “მაგთიკომი”-სათვის ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 575 / 7

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 29, 2004

მიღების თარიღი ოქტომბერი 29, 2004

შ.პ.ს. „მაგთიკომი”-სათვის ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციეის ეროვნული კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომმა„ კომისიას მიმართა განცხადებით (N162-6 03.09.2004 წ.), მისთვის ნუმერაციის რესურსის გამოყოფის შესახებ.

შპს „მაგთიკომი„ ფლობს N153 და N958 ლიცენზიებს ფიჭური სატელეფონო კავშირთ მომსახურებაზე და მინიჭებული აქვს „899„ კოდი მობილურ სატელეფონო ქსელში შესაღწევად. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ 21-ე მუხლის პირველი ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „მაგთიკომის„ მიერ კომისიაში წარმოდგენილია მობილური სატელეფონო კავშირის საკომუტაციო ცენტრის გაფართოების და მისი ქსელის რეორგანიზების პროექტი, სადაც აღნიშნულია, რომ მობილური სატელეფონო ქსელის გაფართოების მიზნით, საჭიროა დამატებითი ნუმერაციის რესურსი (კოდი მობილურ სატელეფონო ქსელში შესაღწევად) რასაც ასაბუთებს იმით, რომ კომპანიის სპეციფიკიდან გამომდინარე ვერ ხერხდება მისთვის მინიჭებული კოდის (899) სრული ათვისება. ამასთან დაგეგმილია შპს „მაგთიკომის„ ქსელში ჩაირთოს კომპანია „მოტოროლას„ მიერ დამუშავებული ახალი თაობის საკომუტაციო სისტემა, რომელსაც ესაჭიროება დამოუკიდებელი კოდი მობილურ  სატელეფონო ქსელში შესაღწევად.

კომისიას შესაძლებლად მიაჩნია შპს „მაგთიკომს„ N 958 ლიცენზიის მოქმედების ვადით გამოუყოს 8-98 (რვა-ცხრა-რვა) კოდი მობილურ სატელეფონო ქსელში შესაღწევად.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ მე-20 მუხლის „თ„ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.                              მიეცეს ნებართვა შპს „მაგთიკომს” ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად N 958 ლიცენზიის მოქმედების ვადით ისარგებლოს ნუმერაციის რესურსით     8-98 (რვა-ცხრა-რვა):

2.                              ლიცენზიის მფლობელის მიერ ერთი წლის განმავლობაში კოდის გამოუყენებლობის შემთხვევაში კომისიამ განიხილოს საკითხი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის მიზანშეწონილობის შესახებ;

3.                              კავშირგაბმულობის სფეროში კანონმდებლობის შეცვლის შემთხვევაში, შპს „მაგთიკომი” ვალდებულია, ნუმერაციის რესურსის  გამოყენების საკითხი მოიყვანოს ნორმატიულ ბაზასთან შესაბამისობაში.

4.                              გადაწყვეტილება   შეიძლება   გასაჩივრდეს   ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში  (ქ. თბილისი რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.                              კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე)

კომისიის თავმჯდომარე                                                          დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები