წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 577 პროექტი კომისიის 2002 წლის 20 სექტემბრის ¹351 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 577 / 22

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 29, 2004

მიღების თარიღი ოქტომბერი 29, 2004

პროექტი

 კომისიის 2002 წლის 20 სექტემბრის N351 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ შპს „ნორმა„-მ (რეგისტრირებულია ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 16 აპრილის დადგენილებით, რეგისტრაციის N7/4-2613) კომისიას მომართა განცხადებით (19.03.2004წ.) კომპანიის N1329 ლიცენზიაში (საკაბელო საერო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურება) ცვლილების შეტანის თაობაზე.

 შპს „ნორმა„ წარმოადგენს სპს „ნორმა„-ს სამართალმემკვიდრეს, რომელზეც კომისიის 2002 წლის 20 სექტემბრის N351 გადაწყვეტილებით გაცემულ იქნა ლიცენზია N1329  საკაბელო საერთო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე ქ.თბილისში (ვაზისუბნის 1, 2, 3 მკ/რ, ვარკეთილის მე-4, 5 მკ/რ და მე-8 პოლკის დასახლება).

კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „ნორმა„ ითხოვს საერთო მაუწყებლობის ნაცვლად ლიცენზიის სახედ განესაზღვროს სატრანზიტო მაუწყებლობა.

კომისია აღნიშნავს, რომ შესაბამისი ცვლილება უნდა იქნას შეტანილი კომისიის    2002 წლის 20 სექტემბრის N351 გადაწყვეტილებაში და N1329 ლიცენზიაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე, ,,კავშირგაბმულობისა და   ფოსტის შესახებ’’ საქართველოს კანონის 34-ე, 21-ე და  453–ე  მუხლების საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. შევიდეს ცვლილება „შპს „ნორმა”-სათვის საკაბელო საერთო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე  ლიცენზიის გაცემის  შესახებ„ კომისიის 2002 წლის 20 სექტემბრის N351 გადაწყვეტილების პირველ პუნქტში, ასევე N1329 ლიცენზიაში  და ლიცენზიის სახეობა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლიცენზიის სახეობა: საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურება;

2. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე)

                     კომისიის თავმჯდომარე                    დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები