წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 578 შპს „ტელეარხი 25“-ს ? 753 ლიცენზიის მოქმედების შეჩერების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 578 / 22

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 29, 2004

მიღების თარიღი ოქტომბერი 29, 2004

შპს „ტელეარხი 25„-ს  753  ლიცენზიის  მოქმედების შეჩერების  თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურის (2004 წლის 18 ოქტომბრის № 10/273-04) სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად დადგინდა, რომ შპს „ტელეარხი 25„, რომელიც ფლობს საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობის № 753  ლიცენზიას (მოქმედების ვადა – 2012 წლის 31 ოქტომბრამდე, ტელემაუწყებლობა 25-ე სატელევიზიო არხზე 100 ვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ. ბათუმში) არღვევს  „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის მოთხოვნებს, კერძოდ ახორციელებს ლიცენზიით განსაზღვრულ საქმიანობას 24-ე სატელევიზიო არხზე, ნაცვლად მინიჭებული 25-ე არხისა.

         ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს  კანონის 34-ე მუხლის  პირველი პუნქტის „გ„ ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის ბ) ქვეპუნქტისა და 115-ე მუხლის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„  მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ„ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელეარხი 25„-ს № 753 ლიცენზიის მოქმედების შეჩერების თაობაზე;

2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა გადაწყვეტილების პირველ პუნქტში აღნიშნული ლიცენზიის მოქმედების შეჩერების თაობაზე;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7 ) ექვსი თვის ვადაში.

კომისიის თავმჯდომარე                                                                   დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები