წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 579 შპს “გლადიატორისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 579 / 13

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 29, 2004

მიღების თარიღი ოქტომბერი 29, 2004

შპს „გლადიატორისთვის”  სიხშირეების მინიჭების  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ შპს „გლადიატორმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 2 მაისის N 06/4-1268 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (11.10.04) ქ. თბილისში და ქ. ბათუმში სიხშირეების მინიჭების თაობაზე. შპს „გლადიატორის„ საქმიანობის საგანს, დებულების თანახმად, წარმოადგენს საკუთრებისა და  მოქალაქეთა პირადი უსაფრთხოების დაცვა. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირის და სიგნალიზაციის სისტემის ფუნქციონირებისთვის, შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

          „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.             მიენიჭოს შპს „გლადიატორს„ 410.125 მგჰც, 415.175 მგჰც სიხშირეები ქ. თბილისში და 443.150 მგჰც, 448.750 მგჰც სიხშირეები ქ. ბათუმში ოპერატიული რადიოკავშირისათვის,  ხოლო 166.925 მგჰც სიხშირე ქ. თბილისში და ქ. ბათუმში დაცვის ობიექტების სიგნალიზაციის სისტემის ფუქციონირებისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით ერთი წლის ვადით;

2.            აღირიცხოს შპს „გლადიატორისთვის„  მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.            უზრუნველყოს შპს „გლადიატორმა„  კომისიაში  სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული    მოწყობილობების    გამოყენებაზე    ნებართვის    მისაღებად;

4.            კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „გლადიატორისთვის„  სიხშირეების მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

5.            გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;   

6.             კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (თ. ძაგნიძე).

 

კომისიის თავმჯდომარე                                                    დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები