წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 581 უკრაინის ტერიტორიაზე არსებული სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ

ნომერი: 581 / 14

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 29, 2004

მიღების თარიღი ოქტომბერი 29, 2004

უკრაინის ტერიტორიაზე არსებული სატელევიზიო სამაუწყებლო  სადგურებსთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია”) განიხილა რადიოსიხშირეთა და ტელეკომუნიკაციების ზედამხედველობის უკრაინის სახელმწიფო ცენტრის წერილები (N 11.3-07/9272, 09.08.04. და N 11.3-07/9282, 09.08.04.) თანდართული ტექნიკური მახასიათებლებით უკრაინის სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურებისთვის SYMFEROPOL - 44 TBK (ADD), ALUSHTA – 64 TBK (ADD), SEVASTOPL – 64 TBK (MOD), HENICHESK - 44 TBK (ADD), KERCH-0 44 TBK (ADD), SYMFEROPOL - 64 TBK (ADD) და YALTA-0 64 TBK (ADD) მინიჭებული სიხშირეების გამოყენების შესახებ.

         წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, უკრაინის სატელევიზიო გადამცემი საშუალებები არ ქმნიან ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის ნორმებით გათვალისწინებულ მავნე ხელშეშლების მიუღებელ დონეებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი და დაგეგმილი სატელევიზიო სადგურებისთვის.

          „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს თანხმობა რადიოსიხშირეთა და ტელეკომუნიკაციების ზედამხედველობის უკრაინის სახელმწიფო ცენტრს უკრაინის სატელევიზიო სამაუწყებლო  სადგურებისთვის SYMFEROPOL - 44 TBK (ADD), ALUSHTA – 64 TBK (ADD), SEVASTOPL – 64 TBK (MOD), HENICHESK - 44 TBK (ADD), KERCH-0 44 TBK (ADD), SYMFEROPOL - 64 TBK (ADD) და YALTA-0 64 TBK (ADD) მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე (N 11.3-07/9272, 09.08.04. და N 11.3-07/9282, 09.08.04. წერილების დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);

2. შეტანილი იქნეს ინფორმაცია კოორდინაციაზე წარმოდგენილი სადგურების შესახებ შესაბამის მონაცემთა ბაზაში (ზ. გონჯილაშვილი);

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის  გამზ.  7ა) 6 თვის ვადაში;  

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (თ. ძაგნიძე).

         კომისიის თავმჯდომარე                                                                   დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები