გადაწყვეტილება N 584 საეთერო სპეციალიზირებულ რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 05, 2004
მიღების თარიღი ნოემბერი 05, 2004
საეთერო სპეციალიზირებულ რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია) აღნიშნავს, რომ ,,საეთერო ტელერადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ 2004 წლის 20 აგვისტოს კომისიის N412 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი საეთერო სპეციალიზირებულ რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად ერთი გადამცემის გამოყენებით პირველ სამაუწყებლო ზონაში ქ.თბილისი.
საკონკურსო სხდომის თარიღად გამოცხადდა 2004 წლის 29 ოქტომბრის 12 საათი; დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადად 2004 წლის 24 სექტემბრის 17 საათი. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა განისაზღვრა 10692 (ათი ათას ექვსას ოთხმოცდათორმეტი) ლარით. ინფორმაცია კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში და კომისიის ვებ გვერდზე ინტერნეტში.
განაცხადი და დოკუმენტაცია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობისა და ,,საეთერო ტელერადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ კომისიის 2004 წლის 20 აგვისტოს კომისიის N412 გადაწყვეტილების მეორე პუნქტის შესაბამისად წარმოადგინეს შპს ,,რადიო საქართველო-მ, შპს ,,ჰარალე-მ და შპს ხარისხის მართვის უნივერსიტეტმა„.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2004 წლის 29 ოქტომბრის N562/12 გადაწყვეტილებით გადაიდო საეთერო სპეციალიზირებულ რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებული კონკურსი და კონკურსის ჩატარების თარიღად გამოცხადდა 2004 წლის 5 ნოემბრის 13:00 საათი, რაც განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ 2004 წლის 28 ოქტომბერს კომისიასთან არსებული ქვეკომისიის სხდომა გადაიდო 2004 წლის 3 ნოემბრისთვის. შესაბამისად, ქვეკომისიის მიერ კომისიისთვის არ იქნა წარდგენილი კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნა ლიცენზიის მაძიებლების მიერ წარდგენილი სამშენებლო-ტექნიკური დოკუმენტაციის ლიცენზირებადი საქმიანობის პირობებთან, არსებულ ნორმებთან და სტანდარტებთან შესაბამისობის თაობაზე.
ზემოაღნიშნულის შესაბამისად, 2004 წლის 3 ნოემბერს კომისიაში ჩატარდა ქვეკომისიის სხდომა და მიღებულია დასკვნა (ქვეკომისიის სხდომის ოქმიN5 03.11.2004), რომ შპს ,,რადიო საქართველო-ს, შპს ,,ჰარალე-ს და შპს ხარისხის მართვის უნივერსიტეტი„-ს მიერ საეთერო სპეციალიზირებულ რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი სამშენებლო-ტექნიკური დოკუმენტაცია შესაბამისობაშია ლიცენზირებადი საქმიანობის პირობებთან, არსებულ ნორმებთან და სტანდარტებთან. ამასთან, კომპანიების მიერ კომისიაში წარმოდგენილია სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ისა და სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთები.
კონკურსი საეთერო სპეციალიზირებულ რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად ჩატარდა 2004 წლის 5 ნოემბერს კომისიის საჯარო სხდომაზე. საკონკურსო სხდომას ესწრებოდნენ: შპს ,,ჰარალე-ს დირექტორი ო.დოროგავცევი და შპს ხარისხის მართვის უნივერსიტეტი„-ს უფლებამოსილი წარმომადგენელი ა.ბენიძე.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს რადიო საქართველომ„ წერილობითი განცხადებით (05.11.2004 N61) უარი განაცხადა კონკურსში მონაწილეობაზე, იმ საფუძვლით, რომ რადიოსადგურ არ დაიდარდოს„, რომლის საჭიროებისათვისაც კომისიაში შემოტანილ იქნა განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ, მისი ფუნქციონირების ზონაში ქ.თბილისში უფრო მეტი მსმენელი ჰყავს, ვიდრე საქართველოს ყველა დანარჩენ რეგიონში, რაც გამოიკვეთა საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტის მიერ მ/წ ოქტომბრის თვეში ჩატარებული კვლევის შედეგად. შესაბამისად, კომპანიის თხოვნას წარმოადგენს საეთერო სპეციალიზებულ რადიომაუწყებლობაზე კონკურსის გამოცხადება პირველ, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7 და მე-10 სამაუწყებლო ზონებში.
კონკურსში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა ასევე შპს ხარისხის მართვის უნივერსიტეტი„-ს უფლებამოსილმა წარმომადგენელმა.
კომისიის სხდომაზე დადგინდა საჭირო დოკუმენტაციის არსებობა, შპს ჰარალეს„ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია კონკურსის პირობებთან: სამშენებლო ტექნიკური დოკუმენტაცია შესაბამისობაშია ლიცენზირებადი საქმიანობის პირობებთან, არსებულ ნორმებთან და სტანდარტებთან; სამაუწყებლო კონცეფცია შეესაბამება დადგენილ პრიორიტეტებს; ბიზნეს გეგმაში მოცემულია სამაუწყებლო საქმიანობის დოკუმენტალურად დასაბუთებული დაფინანსების გეგმა.
,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ საქართველოს კანონის 455 მუხლიდან გამომდინარე და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად: ,,თუ კონკურსში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში. კონკურსში მონაწილემ შპს ჰარალეს„ გენერალურმა დირექტორმა, ბატონმა ო.დოროგავცევმა დაადასტურა, რომ იგი თანახმაა საეთერო სპეციალიზირებულ რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გადაიხადოს 10692 (ათი ათას ექვსას ოთხმოცდათორმეტი ) ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ საქართველოს კანონის 455 მუხლისა და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმინობის მარეგულირებელი წესების მე-13 მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. საეთერო სპეციალიზირებულ რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ჰარალე„, რომელიც თანახმაა გადაიხადოს სალიცენზიო გადასახდელი 10692 (ათი ათას ექვსას ოთხმოცდათორმეტი ) ლარი;
2. სალიცენზიო გადასახდელის 20% - 2138.4 (ორი ათას ას ოცდათვრამეტი) ლარი სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის 1069.2 (ათას სამოცდაცხრა) ლარის გამოკლებით (1069.2 - ათას სამოცდაცხრა ლარი) მიიმართოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშზე მიმდინარე წლის 5 დეკემბრამდე:
-ბანკი: სააქციო კომერციული ბანკი ,,თი-ბი-სი;
-ა/ანგარიში: 609326
-კოდი: 220101830
-საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050
3. სალიცენზიო გადასახდელის 10% ანუ 1069.2 (ათას სამოცდაცხრა) ლარი მიიმართოს სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე მიმდინარე წლის 5 დეკემბრამდე:
|
მიმღები |
სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტი. კავშირგაბმულობის სალიცენზიო გადასახდელი
|
|
საიდენტიფიკაციო N |
204953050 |
|
ბანკი |
საქართველოს ეროვნული ბანკი |
|
კოდი |
220101107 |
|
ანგარიშის N |
000141408 |
|
სახაზინო ქვეანგარიში |
9051 |
|
დანიშნულება |
სალიცენზიო გადასახდელი |
4. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70% ანუ 7484.4 (შვიდი ათას ოთხას ოთხმოცდა ოთხი) ლარის გადახდა მოხდეს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
5. დაევალოს კომისიის აპარატის პრესმდივანს (ს.ბრიტანჩუკი) კონკურსის შედეგების საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;
6. კომისიის ადმინისტრაციამ (მ.ქადეიშვილი) უზრუნველყოს კონკურსის მონაწილეებისათვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;
7. დაევალოს კომისიის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე) შპს ჰარალე„-ს მიერ ამ გადაწყვეტილების მეორე და მესამე პუნქტებით განსაზღვრული თანხის გადახდიდან 7 სამუშაო დღის ვადაში მოამზადოს და წარმოადგინოს გადაწყვეტილების პროექტი შპს ჰარალე„-სათვის საეთერო სპეციალიზირებულ რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
