წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 585 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის N 62 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 585 / 17

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 05, 2004

მიღების თარიღი ნოემბერი 05, 2004

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

2004 წლის N 62 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია”) 2004 წლის    05 ნოემბრის N 62 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტის თაობაზე კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. წარმოდგენილ კომისიის N 62 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს       9 (ცხრა) საკითხი:

ა) შპს „ბადაგის” N1334, შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიის” N1336, შპს „სტარკომის” N1372, შპს „ივერთმედიას” N1382 და ლალი ხახანაშვილის ინდივიდუალური საწარმო „მეტეხის” N1369 ლიცენზიების მოქმედების შეჩერების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. კ. ყურაშვილი);

ბ) რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგის სისტემის და სპექტრში გამსხივებელი წყაროების საქართველოს ტერიტორიაზე დაგეგმარების პროგრამული უზრუნველყოფის შესაძენად ტენდერის გამოცხადების შესახებ (მომხს. თ. ძაგნიძე);

გ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლისა 22 მაისის N5 დადგენილების გაუქმების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. გ. ბუთბაია);

დ) შპს „შავი ზღვის ტერმინალისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. თ. ძაგნიძე);

ე) შპს „ინტელკომისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. თ. ძაგნიძე);

ვ) შპს „ინტერტექ კალებ ბრეტი”-ს (გ.ს.) საქართველოს ფილიალისთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. თ. ძაგნიძე);

ზ) სს „ქართული შაქრისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. თ. ძაგნიძე);

თ) შპს „მაგთიკომისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. თ. ძაგნიძე);

ი) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მე-4 კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა).

2.  დამტკიცდეს კომისიის N 62 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით;

3. გადაწყვეტილება შეიძლება  გასაჩივრდეს თბილისის   საოლქო   სასამართლოში   (ქ. თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6 თვის ვადაში;

4. კონტროლი ღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის    ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე).

              კომისიის თავმჯდომარე                                      დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები