წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 586 შპს ,,სამი ზარი” - სათვის საფოსტო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 586 / 1

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 26, 2004

მიღების თარიღი ნოემბერი 26, 2004

შპს ,,სამი ზარი” - სათვის საფოსტო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ შპს ,,სამი ზარი’’-მ (რეგისტრირებულია ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მიერ 2004 წლის 27 ივლისის დადგენილებით, რეგისტრაციის N5ა/4-4146) კომისიას მიმართა განცხადებით (04.10.2004) საფოსტო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად.

2004 წლის 29 ოქტომბერს კომისიაში ჩატარდა საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომა, რომელზეც აღინიშნა, რომ შპს ,,სამი ზარი’’-ს მიერ ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაცია  შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და ლიცენზირებადი საქმიანობის პირობებთან.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის და 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა„ ქვეპუნქტის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს N 1433 ლიცენზია შპს ,,სამი ზარი’’-ს საფოსტო კავშირით მომსახურებაზე (თან ერთვის);

2. ლიცენზიის სახე: საფოსტო კავშირით მომსახურებაზე;

  ლიცენზიის სახეობა: ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო გზავნილების მიღებით, გაგზავნით, გადაზიდვით და დატარებით მომსახურება;   

3. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის   მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში„ გამოქვეყნება;

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე)

                     კომისიის თავმჯდომარე                                         დ.ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები