წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 587 შპს ,,საქართველოს რკინიგზის” ¹1280 ლიცენზიის გაუქმების შესახებ

ნომერი: 587 / 4

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 05, 2004

მიღების თარიღი ნოემბერი 05, 2004

შპს ,,საქართველოს რკინიგზის” N1280 ლიცენზიის გაუქმების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია’’) აღნიშნავს, რომ კომისიას 2004 წლის პირველ ოქტომბერს განცხადებით მომართა შპს ,,საქართველოს რკინიგზამ” კომპანიის კუთვნილი N1280 ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებას.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ 2004 წლის 29 ოქტომბერს კომისიაში გაიმართა საკითხის ზეპირი მოსმენა  სადაც აღინიშნა, რომ ლიცენზიის გაუქმების შესახებ ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა წარმოადგენს ლიცენზიის გაუქმების საფუძველს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტისა და მე-40 მუხლის პირველი პუნქტის „ბ„ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. გაუქმდეს შპს ,,საქართველოს რკინიგზის” N1280 ლიცენზია ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნის გამო;

2. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე):

ა) სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის   მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში„ გამოქვეყნება;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (მ. ქადეიშვილი) აცნობოს შპს ,,საქართველოს რკინიგზას” გადაწყვეტილების მიღების თაობაზე;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ.ჯანელიძე) გადაწყვეტილების ინტერნეტში კომისიის გვერდზე გამოქვეყნება.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე)

კომისიის თავმჯდომარე                                        დ.ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები