წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 588 ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით შპს “ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და საკონსულტაციო მენეჯმენტის ჯგუფის“ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

ნომერი: 588 / 22

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 05, 2004

მიღების თარიღი ნოემბერი 05, 2004

ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით შპს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და საკონსულტაციო მენეჯმენტის ჯგუფის„ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშავს, რომ კომისიას განცხადებით (11.08.2004 წ. N277/3) მომართა შპს ,,ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და საკონსულტაციო მენეჯმენტის ჯგუფმა” შემდეგი სახის ლიცენზიების მისაღებად:

- მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება თანამგზავრული სისტემების გამოყენებით;

- საქალაქთაშორისო  და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურება თანამგზავრული სისტემის გამოყენებით.

კომისია აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ არ არის წარმოდგენილი „კავშირგაბმულობისა და ფოსტის” შესახებ საქართველოს კანონის 361 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.   აღნიშნული ხარვეზის შესავსებად კომისიამ წერილით მიმართა შპს „ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და საკონსულტაციო მენეჯმენტის ჯგუფს” (19.08.2004 წ. N04/1350-04) რომ 10 დღის ვადაში წარმოედგინა სრულყოფილი დოკუმენტაცია, მაგრამ კომპანიის მიერ აღნიშნული ხარვეზი გამოსწორებული არ იქნა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად კომისიამ

გადაწყვიტა:

1.                  განუხილველად დარჩეს შპს „ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და საკონსულტაციო მენეჯმენტის ჯგუფის„ განცხადება ლიცენზიის გაცემის შესახებ.

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ.ჯანელიძე):

ა) აცნობოს შპს „ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და საკონსულტაციო მენეჯმენტის ჯგუფს„ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე;

ბ) გადაწყვეტილების ინტერნეტში კომისიის გვერდზე გამოქვეყნება;

3. შპს „ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და საკონსულტაციო მენეჯმენტის ჯგუფის„ განცხადების განხილვის ვადის დინება განახლდება კომპანიის მიერ კანონმდებლობის გათვალისწინებული დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენისთანავე.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე)

კომისიის თავმჯდომარე                                             დ.ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები