წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 589 კომისიის 2003 წლის 13 აგვისტოს ¹415 გადაწყვეტილებასა და ასოციაცია (კავშირი) „ათინათის“ ¹387 ლიცენზიაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 589 / 22

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 05, 2004

მიღების თარიღი ნოემბერი 05, 2004

კომისიის 2003 წლის 13 აგვისტოს N415 გადაწყვეტილებასა და ასოციაცია (კავშირი) „ათინათის„ N387 ლიცენზიაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მომართა ასოციაცია (კავშირი) „ათინათმა„ (11.06.2004წ.), რადიოგადამცემი სადგურის სიმძლავრის 1 კვტ-მდე მომატებისა და გადამცემის ცაიში–ურთის მთაზე გადატანის თაობაზე.

ასოციაცია (კავშირი) „ათინათი„ ახორციელებს საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობას ქ. ზუგდიდში 105,9 მგჰც სიხშირეზე 50 ვტ-იანი სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ 1998 წლის 9 იანვარს გაცემული N387 ლიცენზიის საფუძველზე.

კომისიამ განიხილა  ასოციაცია (კავშირი) „ათინათი„-ს ზემოაღნიშნული განცხადება და გამომდინარე იქედან, რომ გადამცემი სადგურის ცაიში-ურთის მთაზე განთავსებით შესაძლებელია გაიზარდოს სამაუწყებლო არეალი და იმავდროულად გამოიწვიოს N387 ლიცენზიით განსაზღვრული სამაუწყებლო ზონის ცვლილებაც, ასევე დაარღვიოს ელექტრომაგნიტური თავსებადობის პირობები, საკითხის განხილვის მიზნით, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია რადიოგადამცემი სადგურის ცაიში-ურთას მთაზე შესაძლო განთავსებისა და სიმძლავრის 1 კვტ-მდე გაზრდის შემთხვევაში, თეორიული გათვლების შესრულების აუცილებლობა და შესაბამისად განსახილველი ტექნიკური დავალების გათვალსიწინებით სიგნალის გავრცელების (დაფარვის) პროექტის შემუშავება რადიოსამაუწყებლო დონეების დასადგენად. რის თაობაზე წერილობით ეცნობა ასოციაცია (კავშირი) „ათინათს„ (29.07.04 N06/1174).

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კომისიაში წარმოდგენილია შპს „ელექტრომაგნიტური თავსებადობისა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურის„ დასკვნა (15.09.04 N565/2), რომელშიც აღნიშნულია, რომ  ასოციაცია (კავშირი) „ათინათის„ ხელმძღვანელობის მოთხოვნის შესაბამისად, ქ.ზუგდიდში ჩატარებული ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია ასოციაცია (კავშირი) „ათინათის„ გადამცემის სიმძლავრე გაიზარდოს 500 ვტ-მდე და იგი გადატანილ იქნას ცაიში-ურთას მთაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს კომისიის 2003 წლის 13 აგვისტოს N415 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანას, რომლითაც მოქმედების ვადა გაუგრძელდა და მოდიფიცირებულ იქნა ასოციაცია (კავშირი) „ათინათის„ N387 ლიცენზია. ამავე დროს, კომისიის მიერ გადაანგარიშებულ იქნა სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა, რომელიც განესაზღვრა ასოციაცია  (კავშირი) „ათინათს„ ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოდიფიცირების მიზნით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე, ,,კავშირგაბმულობისა და   ფოსტის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე   და 34-ე მუხლების საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.  შევიდეს ცვლილება „კავშირი „ათინათისთვის” N387 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების და მოდიფიცირების შესახებ„ კომისიის 2003 წლის 13 აგვისტოს N415 გადაწყვეტილებაში, ასევე N387 ლიცენზიაში და კომისიის 2003 წლის 13 აგვისტოს N415 გადაწყვეტილების მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ლიცენზიის საგანი: რადიომაუწყებლობა ქ. ზუგდიდში 105,9 მგჰც სიხშირეზე (ანტენის განთავსების ადგილი – ცაიში ურთას მთაზე) შემდეგი ტექნიკური პარამეტრებით:

ა) ანტენა ცალმხრივად მიმართული, რეფლექტორული;

ბ) გამოსხივების სექტორის კუთხური ზომა – 600;

გ) ძირითადი გამოსხივების მიმართულება – ქ.ზუგდიდის გეომეტრიული ცენტრი;

დ) ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი – არა უმეტეს 4 – 6 დბ;

ე) ანტენაზე მიწოდებული სიმძლავრე – არა უმეტეს 500 ვტ;„

„4. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი ნაწილის (2436,47 ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები

სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტი

საიდენტიფიკაციო N

204953050

ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი

კოდი

220101107

ანგარიშის N

000141408

სახაზინო ქვეანგარიში

9051

დანიშნულება

სალიცენზიო გადასახდელი

5. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი ნაწილის (2436,47 ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

348.07 ლარი -  2005 წლის 31 იანვრამდე;

348.07 ლარი -  2006 წლის 31 იანვრამდე;

348.07 ლარი -  2007 წლის 31 იანვრამდე;

348.07 ლარი -  2008 წლის 31 იანვრამდე;

348.07 ლარი -  2009 წლის 31 იანვრამდე;

348.07 ლარი -  2010 წლის  31 იანვრამდე;

348.07 ლარი -  2011 წლის  31 იანვრამდე;„

2. უზრუნველყოს ასოციაცია  (კავშირი) „ათინათმა„:

ა) სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 20%-ი ანუ 696.14  (ექვსას ოთხმოცდათექვსმეტი) ლარის ჩარიცხვა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშზე მიმდინარე წლის 5 დეკემბრამდე:

     -ბანკი: სააქციო კომერციული ბანკი „თი-ბი-სი„;

     -ა/ანგარიში: 609326

     -კოდი: 220101830

     -საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050

ბ) სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10% ანუ 348.07 (სამას ორმოცდარვა)  ლარის ჩარიცხვა სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე მიმდინარე წლის 5 დეკემბრამდე:

მიმღები

სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტი.

კავშირგაბმულობის სალიცენზიო გადასახდელი

საიდენტიფიკაციო N

204953050

ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი

კოდი

220101107

ანგარიშის N

000141408

სახაზინო ქვეანგარიში (კოდი)

  9051

დანიშნულება

სალიცენზიო გადასახდელი

3. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე)

კომისიის თავმჯდომარე                                                    დ.ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები