გადაწყვეტილება N 59 ს/ს „ინვესტბანკისთვის“ სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 13, 2004
მიღების თარიღი თებერვალი 13, 2004
ს/ს ინვესტბანკისთვის„ სიხშირეების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ ს/ს ინვესტბანკმა„ (რეგისტრირებული ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 22 ივლისის N 06/5-42 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 7/29-04, 03.02.04.) ქ. თბილისის ტერიტორიაზე მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ოთხი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს აღნიშნული ბანკის დაცვის სამსახურის ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს ს/ს ინვესტბანკს„ 165.325 მგჰც, 170.675 მგჰც, 162.400 მჰჰც და 167.950 მგჰც სიხშირეები ქ. თბილისში ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს ს/ს ინვესტბანკისთვის„ მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3. უზრუნველყოს ს/ს ინვესტბანკმა„ კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
4. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში ს/ს ინვესტბანკისთვის„ სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი კ. პოპიაშვილი
