გადაწყვეტილება N 591 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის კომისიის ბიუჯეტის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 05, 2004
მიღების თარიღი ნოემბერი 05, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის
კომისიის ბიუჯეტის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის 2005 წლის ბიუჯეტის პროექტი შედგენილია კომისიის მუშაობის განვლილი პერიოდისა და 2004 წლის ცხრა თვის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლების გათვალისწინებით, სადაც ასახულია მიმდინარე ეტაპზე კომისიის ფუნქციონირების სრულყოფისა და განვითარებისათვის აუცილებელი ხარჯები (მათ შორის სტრუქტურული რეორგანიზაციისა და კომისიის ოფისის მიმდინარე რემონტის ხარჯები).
2005 წლის სავარაუდო ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 6,225,043.00 ლარით.
კომისიის 2005 წლის ბიუჯეტის პროექტის ხარჯვითი ნაწილის მუხლებში ისევე, როგორც 2004 წლის კომისიის ბიუჯეტში, კვლავ ცალკეა გამოყოფილი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ხარჯები. მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ„ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე და დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე„ საქართველოს კანონების თანახმად, მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის დამატებითი გარანტიების შესაქმნელად მარეგულირებელ ორგანოსთან, აპარატისგან დამოუკიდებლად, ყალიბდება მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური, რომლის საქმიანობა რეგულირების შემადგენელი ნაწილია, ფინანსდება რეგულირების საფასურიდან და აისახება მარეგულირებელი ორგანოს ბიუჯეტში. აქედან გამომდინარე, კომისიის 2005 წლის ბიუჯეტის პროექტის ხარჯვით ნაწილში გათვალისწინებულია დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ„ საქართველოს კანონის 15/4 მუხლის მოთხოვნები.
2005 წლის ბიუჯეტის პროექტში ასახულია, ასევე, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული კომისიის ახალი დებულების შესაბამისად აპარატის სტრუქტურის რეორგანიზაციისათვის გასაწევი ხარჯები, მათ შორის შრომის ანაზღაურებაზე გასანაწილებელი თანხა, რომელიც 2004 წელთან შედარებით გაიზარდა 476,588.00 ლარით (მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ხარჯების ჩათვლით).
აღსანიშნავია, რომ ფინანსური რეზერვების ფონდის მოცულობა 2005 წლის 30 სექტემბრისათვის შეადგენს 2,440,655.67 ლარს, საიდანაც სიხშირული სპექტრის მონიტორინგისათვის საჭირო ტექნიკური საშუალებების შესაძენი ხარჯების დასაფინანსებლად გათვალისწინებულია 1,041,571.66 ლარი. 2004 წელს ფინანსური რეზერვების ფონდიდან კომისიის კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობების და პასუხისმგებლობის აღსრულებისათვის აუცილებელ სხვა აღჭურვილობასთან ერთად, გათვალისწინებული იყო ლიცენზიის პირობების დაცვისა და სიხშირული სპექტრის მონიტორინგის ჩასატარებლად საჭირო ტექნიკური საშუალებების შეძენა, რომელიც ასევე გათვალისწინებულია 2005 წლის ბიუჯეტში.
კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებისა და მოვალეობების ნორმალური და შეუფერხებელი შესრულების უზრუნველსაყოფად, კომისიამ შეიმუშავა 2005 წლის კომისიის ბიუჯეტის პროექტი, სადაც ასახულია კომისიის შემდგომი ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის აუცილებელი ხარჯები.
კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიღებულ იქნეს ცნობად კომისიის აპარატის ფინანსური სამსახურის უფროსის ი.აბულაძის ინფორმაცია 2005 წლის კომისიის ბიუჯეტის პროექტის შესახებ;
2. დამტკიცდეს კომისიის 2005 წლის ბიუჯეტი და თანდართული დანართი N 1.
|
შემოსავლები |
|
|
წლიური შემოსავალი |
4,000,000.00 |
|
ფინანსური რეზერვის ფონდი |
2,440,655.67 |
|
სულ შემოსავალები |
6,440,655.60 |
|
ხარჯები |
|
|
ძირითადი საშუალებების შეძენა |
2,500,000.00 |
|
საკანცელარიო, საფოსტო, პოლიგრაფიული და ჟურნალ-გაზეთების ხარჯები |
60,000.00 |
|
კომუნიკაციის, ელექტროენერგიისა და წყლის ხარჯი |
100,000.00 |
|
ავტომანქანების საწვავის, შენახვისა და რემონტის ხარჯები |
70,000.00 |
|
მივლინების ხარჯები |
100,000.00 |
|
საბანკო მომსახურების ხარჯები |
8,000.00 |
|
კონფერენც. ჩატარების, მუშა სემინარების, კვალიფ. ამაღლების, ექსპ. მომსახურებისა და სხვა ხარჯები |
50,000.00 |
|
სხვადასხვა საწევრო გადასახადები |
40,000.00 |
|
სამეცნიერო და საკონსულტაციო სამუშაოთა ხარჯები |
80,000.00 |
|
სხვა საერთო ხარჯი |
80,000.00 |
|
წარმომადგენლობითი ხარჯები |
10,000.00 |
|
მიმდინარე რემონტის ხარჯები |
250,000.00 |
|
შრომის ანაზღაურება |
2,005,415.00 |
|
სახ.ბიუჯეტის ანარიცხები |
621,678.00 |
|
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ხარჯები (იხ.დანართი 1) |
249,950.00 |
|
სულ ხარჯები |
6,225,043.00 |
|
ფონდებზე გასანაწილებელი თანხა |
215,612.60 |
|
ფინანსური რეზერვის ფონდი |
107,806.30 |
|
პრემირების ფონდი |
107,806.30 |
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში ( ქ. თბილისი, რობაქიძის გამზირი N 7-ა ) ექვსი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ფინანსურ სამსახურს ( ი. აბულაძე ).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
