გადაწყვეტილება N 592 შპს “უშიშროების სამსახური ორბი”-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 05, 2004
მიღების თარიღი ნოემბერი 05, 2004
შპს „უშიშროების სამსახური ორბი”-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ შპს „უშიშროების სამსახურმა ორბი”-მ (რეგისტრირებული ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 23 ოქტომბრის N 06/4-818 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 46; 17.09.04.) ქ. თბილისის ტერიტორიაზე დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. შპს „უშიშროების სამსახურმა ორბი”-ს საქმიანობის საგანს წარმოადგენს საზოგადოებრივი და მოქალაქეთა პირადი ქონების დაცვა. სიხშირეები განსაზღვრულია დაცვის ობიექტებთან ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული უნდა იყოს ქ. თბილისში შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს „უშიშროების სამსახურს ორბი”-ს 403.125 მგჰც, 403.525 მგჰც, 408.725 მგჰც და 409.125 მგჰც სიხშირეები ქ. თბილისში რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს შპს „უშიშროების სამსახურს ორბი”-სთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3. უზრუნველყოს შპს „უშიშროების სამსახურმა ორბი”-მ კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
4. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „უშიშროების სამსახურს ორბი”-სთვის სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტზაციის სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
