გადაწყვეტილება N 595 შპს „ბარვილ ჯორჯიასთვისთვის“ მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 05, 2004
მიღების თარიღი ნოემბერი 05, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს ბარვილ ჯორჯიამ„ (რეგისტრირებული ქ. ფოთის სასამართლოს 1996 წლის 13 მარტის N 10/4-483 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 282, 29.09.04) მაღალსიხშირული მოწყობილობების (სატარებელი მიმღებ-გადამცემი რადიოსადგურები) გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ. მაღალსიხშირული მოწყობილობები (მითითებული ჩამონათვალის მიხედვით) განსაზღვრულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიურ დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის დ„ ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1.მიეცეს ნებართვა შპს ბარვილ ჯორჯიას„ მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით ერთი წლის ვადით;
2.უზრუნველყოს შპს ბარვილ ჯორჯიამ„ მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საჭირო ნებართვების მიღება;
3.შეტანილი იქნეს ინფორმაცია კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ.7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (თ.ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
