წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 598 საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნების გამოყენების ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 598 / 7

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 05, 2004

მიღების თარიღი ნოემბერი 05, 2004

საზღვაო ხომალდებთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნების გამოყენების ნებართვის გაცემის შესახებ

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციამ კომისიას მიმართა განცხადებებით  საზღვაო ხომალდებისთვის წარმოდგენილი „რადიოსადგურის ანკეტის” გათვალისწინებით რადიოსადგურების ლიცენზიაში შესატანი სახმობებისა და ამოცნობის ნიშნების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ.

          „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ”  საქართველოს  კანონის  42-ე  მუხლის  პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  

 გადაწყვიტა:   

1.      მიეცეს ნებართვა საზღვაო ხომალდებს („ANGEL”, „SACHA”, „ALMIRA-G” და „EKO-DOLPHIN”)  გამოიყენოს ცხრილში აღნიშნული სახმობი და ამოცნობის  ნიშნები:   

N

ნებარ-  თვის N

ხომალდის მფლობელი

ხომალდის

დასახელება

სახმობი

MMSI  N

Selective call

1

0571

Angel Maritime Co. S.A.

„ANGEL”

4LCK

213 490 000

-

2

0572

„Zeina Shipping Co. S.A.

„SACHA”

4LCN

213 491 000

-

3

0577

Torosi Shipping Inc

„ALMIRA-G”

4LCY

213 496 000

-

4

0578

საქზღვაექსი

„EKO-DOLPHIN

4LCZ

-

-

2. შეტანილი იქნეს ინფორმაცია საზღვაო ხომალდებზე გაცემული სახმობისა და ამოცნობის ნიშნების შესახებ კომისიის უწყებრივ სანებართვო რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის   გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს  ( თ.ძაგნიძე).

    კომისიის თავმჯდომარე                                                                   დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები