გადაწყვეტილება N 599 შპს „ბადაგი“-ს ? 1334, შპს “მთაწმინდა ტელერადიოკომპანი”-ის ? 1336, შპს “სტარკომი”-ს ? 1372, შპს “ივერთმედია”-ს ? 1382 და ლალი ხახანაშვილის ინდივიდუალური საწარმო “მეტეხი”-ის ? 1369 ლიცენზიების მოქმედების შეჩერების თაობაზე საჯარო ად
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 05, 2004
მიღების თარიღი ნოემბერი 05, 2004
შპს ბადაგი„-ს № 1334, შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანი”-ის № 1336, შპს „სტარკომი”-ს № 1372, შპს „ივერთმედია”-ს № 1382 და ლალი ხახანაშვილის ინდივიდუალური საწარმო „მეტეხი”-ის № 1369 ლიცენზიების მოქმედების შეჩერების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის მონიტორინგის სამსახურის (გ. რატიშვილი) ინფორმაციით, შპს „ბადაგი”, რომელიც ფლობს საკაბელო ტელერადიომაუწყებლობის ქსელით მომსახურების № 1334 ლიცენზიას (მოქმედების ვადა 2012 წლის 13 დეკემბრამდე), შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანია”, რომელიც ფლობს საკაბელო ტელერადიომაუწყებლობის ქსელით მომსახურების № 1336 ლიცენზიას (მოქმედების ვადა 2012 წლის 27 დეკემბრამდე), შპს „სტარკომი”, რომელიც ფლობს საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურების № 1372 ლიცენზიას (მოქმედების ვადა 2013 წლის 13 აგვისტომდე), შპს „ივერთმედია”, რომელიც ფლობს საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურების № 1382 ლიცენზიას (მოქმედების ვადა 2013 წლის 5 დეკემბრამდე) და ლალი ხახანაშვილის ინდ.საწარმო „მეტეხი”, რომელიც ფლობს საკაბელო სატრანზიტო ტელემაუწყებლობის № 1369 ლიცენზიას (მოქმედების ვადა 2013 წლის 19 სექტემბრამდე) არ ასრულებენ კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 4510-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, კერძოდ კომპანიებს კომისიის მოთხოვნის მიუხედავად არ წარმოუდგენიათ მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამის გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რითაც ირღვევა ამავე კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის გ„ ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის ბ) ქვეპუნქტისა და 115-ე მუხლის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ბ„ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ბადაგი„-ს № 1334, შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანი”-ის № 1336, შპს „სტარკომი”-ს № 1372, შპს „ივერთმედია”-ს № 1382 და ლალი ხახანაშვილის ინდივიდუალური საწარმო „მეტეხი”-ს № 1369 ლიცენზიების მოქმედების შეჩერების თაობაზე;
2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა გადაწყვეტილების პირველ პუნქტში აღნიშნული ლიცენზიების მოქმედების შეჩერების თაობაზე;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7 ) ექვსი თვის ვადაში.
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
