გადაწყვეტილება N 601 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 22 მაისის N5 დადგენილების გაუქმების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 05, 2004
მიღების თარიღი ნოემბერი 05, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 22 მაისის N5 დადგენილების გაუქმების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საერთაშორისო კავშირით მომსახურებაზე სატარიფო სისტემის მოწესრიგების მიზნით კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-20, 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 46-ე და 47-ე მუხლების, 55-ე მუხლის მე-6 პუნქტის და ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ„ საქართველოს კანონის მე-2 და მე-7 მუხლების შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე„ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 22 მაისის N5 დადგენილების გაუქმების თაობაზე;
2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა (კ.ყურაშვილი) და სტრატეგიული დაგეგმარების (გ. ბუთბაია) სამსახურებს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;
3. გადაწყვეტილება შიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7) ექვსი თვის ვადაში.
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
