წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 602 შპს „შავი ზღვის ტერმინალისთვის“ მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 602 / 7

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 05, 2004

მიღების თარიღი ნოემბერი 05, 2004

შპს „შავი ზღვის ტერმინალისთვის„ მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ შპს „შავი ზღვის ტერმინალმა„ (რეგისტრირებული  ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს  სასამართლოს 2001 წლის 14 ივნისის  N 5/4-976 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 725, 28.10.04) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N 3764, 27.10.04) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები („კენვუდის„ ტიპის სატარებელი მიმღებ-გადამცემი რადიოსადგურები) გამოყენებული უნდა იყოს რადიოკავშირის ქსელში ფუნქციონირებისთვის.

         „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა შპს „შავი ზღვის ტერმინალს„ შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული  დოკუმენტაციით (N 3764, 27.10.04) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.უზრუნველყოს შპს „შავი ზღვის ტერმინალმა„ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე  ნებართვის მისაღებად;

3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის  სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                დ. ქიტოშვილი                                                        

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები