გადაწყვეტილება N 604 შპს „ინტერტექ კალებ ბრეტი“-ს (გ.ს) საქართველოს ფილიალისთვის მაღალსიხშირული მოწყობილობის საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 05, 2004
მიღების თარიღი ნოემბერი 05, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს ინტერტექ კალებ ბრეტი„-ს (გ.ს) საქართველოს ფილიალმა (რეგისტრირებული ქ. ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს მიერ N 40/5/გ-8-25 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 7/412-04, 29.10.04.) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N 3745; 18.10.04) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობის შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობა (თანამგზავრული ინტერნეტ კავშირის სისტემა) გამოყენებული უნდა იყოს ინტერნეტ კავშირისთვის.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1.მიეცეს ნებართვა შპს ინტერტექ კალებ ბრეტი„-ს (გ.ს) საქართველოს ფილიალს შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N 3745; 18.10.04) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობა;
2.უზრუნველყოს შპს ინტერტექ კალებ ბრეტი„-ს (გ.ს) საქართველოს ფილიალმა აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობის შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
