გადაწყვეტილება N 607 შპს „მაგთიკომსა“ და შპს „ახალ ქსელებს“ შორის ურთიერთჩართვის თაობაზე დავის განხილვის გადადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 05, 2004
მიღების თარიღი ნოემბერი 05, 2004
შპს მაგთიკომსა„ და შპს ახალ ქსელებს„ შორის ურთიერთჩართვის თაობაზე დავის განხილვის გადადების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია”) 2004 წლის 5 ნოემბერს განიხილა შპს მაგთიკომსა„ და შპს ახალ ქსელებს„ შორის ურთიერთჩართვის თაობაზე არსებული დავა.
კომისიის სხდომას ესწრებოდნენ:
შპს მაგთიკომის„ წარმომადგენლები: გ.წულაძე, ლ.ბუჩუკური;
შპს ახალი ქსელების„ წარმომადგენელი ნ.ჟღენტი;
კომისიის 2004 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს მაგთიკომს„ დაევალა ურთიერთჩართვის ტარიფის გაანგარიშების კომისიისთვის და შპს ახალი ქსელებისთვის„ წარდგენა 2004 წლის 29 ოქტომბრამდე.
შპს მაგთიკომის„ მიერ კომისიაში არ არის წარმოდგენილი ტარიფის გაანგარიშება.
შპს ახალი ქსელები„ (წერილი N6/840-04,29.10.2004წ.) მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს მაგთიკომს„ არ წარმოუდგენია გაანგარიშება, შპს ახალ ქსელებს„ არ აქვს საშუალება გაეცნოს, გააანალიზოს, მოემზადოს და წარმოადგინოს თავისი მოსაზრება ურთიერთჩართვის ტარიფის გაანგარიშების შესახებ კომისიაში. შპს ახალი ქსელები„ მოითხოვს სხდომის გადადებას იმ დროით, რა დროითაც დააგვიანებს შპს მაგთიკომი„ კომისიში ურთიერთჩართვის ტარიფის გაანგარიშების წარმოდგენას.
შპს „მაგთიკომის” წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გაანგარიშებები წარმოდგენილი იქნება 10 ნოემბრისათვის.
მხარეებმა სხდომაზე მოითხოვეს დავის განხილვის გადადება 2004 წლის 26 ნომბრისათვის.
კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ 2004 წლის 11 ოქტომბერს შპს მაგთიკომს„ გაეგზავნა წერილი (02/1676-04) მის მიერ კომისიაში წარმოდგენილ ურთიერთჩართვის მომსახურებაზე ხარჯების განაწილების მოდელის თაობაზე. ამ წერილის თანახმად, შპს მაგთიკომს„ 2004 წლის 18 ოქტომბრისთვის უნდა წარმოედგინა დამატებითი ინფორმაცია და ხარჯების ცალკეულ მუხლებთან დაკავშირებით დამატებითი განგარიშებები და განმარტებები. შპს მაგთიკომის„ მიერ არც აღნიშნული ინფორმაცია არ იქნა წარმოდგენილი. რაც საშუალებას მისცემდა კომისიას შეესწავლა შპს მაგთიკომის„ ურთიერთჩართვის ტარიფის შესაბამისობა კანონმდებლობის მოთხოვნებთან. კომისია აღნიშნავს, რომ კომისიისათვის ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მიუწოდებლობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს.
,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის მე-5 პუნქტის თ„ ქვეპუნქტის, 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გადაიდოს შპს მაგთიკომსა„ და შპს ახალ ქსელებს„ შორის ურთიერთჩართვის თაობაზე დავის განხილვა 2004 წლის 26 ნოემბერს 1600 საათზე;
2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ.ყურაშვილი) შპს მაგთიკომის„ მიერ 2004 წლის 10 ნოემბრამდე ურთიერთჩართვის ტარიფის გაანგარიშების კომისიისთვის წარმოუდგენლობის შემთხვევაში დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
