წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 608 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის მეოთხე კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 608 / 22

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 05, 2004

მიღების თარიღი ნოემბერი 05, 2004

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის  2004 წლის მეოთხე კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ აპარატის სტრუქტურული ერთეულების მიერ წარმოდგენილი მ/წლის მე-4 კვარტლის სამუშაო გეგმის პროექტების საფუძველზე აპარატის ადმინისტრაციის მიერ შედგენილ იქნა კომისიის 2004 წლის მეოთხე კვარტლის სამუშაო გეგმის პროექტი.

  კომისია აღნიშნავს, რომ სტრუქტურული ერთეულების მიერ წარმოდგენილ სამუშაო გეგმებში აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს: 2004 წლის წინა კვარტლების სამუშაო გეგმებიდან სისტემატურად გადმოტანილი და განუხილველად დარჩენილი მთელი რიგი საკვანძო საკითხები; საქართველოს მოქმედი სხვადასხვა კანონებიდან კომისიის მიერ  შესარულებლად სავალდებულო საკონტროლო თარიღები; წარმოსადგენი დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების პროექტების პრიორიტეტულობა; კომისიის სხდომებზე განსახილველად წარსადგენი გადაწყვეტილების პროექტების სისრულესა და ხარისხზე სტრუქტურულ ერთეულში პასუხისმგებელი პირი; ერთობლივად მოსამზადებელი ღონისძიებებისა და კომისიის სხდომებზე საკითხების განხილვის ვადების ურთიერშეთანხმება; სტრუქტურული ერთეულების მიერ განსახორციელებელი სხვადასხვა საკითხების ბლოკში კონკრეტულად მიეთითოს კვარტლის განმავლობაში სტრუქტურული ერთეულების მიერ განსახორციელებელი საკითხების კონკრეტული თარიღი.

 ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-13 მუხლის მე-10 პუნქტისა და კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. დამტკიცდეს  კომისიის  2004 წლის მეოთხე კვარტლის წარმოდგენილი სამუშაო გეგმა                  (თან ერთვის) კომისიის სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით;

2. უზრუნველყონ აპარატის სტრუქტურული ერთეულის უფროსებმა:

ა) წინამდებარე სამუშაო გეგმით გათვალისწინებული გადაწყვეტილების პროექტების დამტკიცებულ ვადებში კომისიის სხდომებზე  წარდგენა;

ბ) მომავალში კვარტალური სამუშაო გეგმების მომზადებისას აპარატის მუშაობის წესის             მე-2 მუხლით გათვალისწინებული სავალდებულო მოთხოვნების უპირობო დაცვა.

3. წარედგინოთ კომისიის წევრებს აპარატის თათბირებზე ყოველკვირეული ინფორმაცია                  (ი.ხარებავა) სტრუქტურული ერთეულების მიერ კომისიის მ/წლის მე-4 კვარტლის სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხების შესრულების მიმდინარეობის შესახებ;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა).

 

კომისიის თავმჯდომარე                                                    დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები