გადაწყვეტილება N 610 შპს “საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირის ცენტრი”-ს ?1261 ლიცენზიის მოქმედების შეჩერების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 12, 2004
მიღების თარიღი ნოემბერი 12, 2004
შპს „საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირის ცენტრი”-ს №1261 ლიცენზიის მოქმედების შეჩერების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ი) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიების პირობების დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება„. ამავე კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა და ლიცენზიაში მითითებული მოთხოვნები„.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მთავარი ბუღალტერის (ი. აბულაძე) სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, 2004 წლის 28 ოქტომბრის მდგომარეობით „საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირის ცენტრს”, რომელიც ფლობს საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურება № 1261 ლიცენზიას (მოქმედების ვადა 2011 წლის 16 მარტი) გააჩნია რეგულირების ყოველწლიური საფასურის საერთო დავალიანება 1130.67 ლარი.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირის ცენტრს” დარღვეული აქვს კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტი, 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტი, „რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობის და გადახდის წესის შესახებ” დებულების პირველი და მე-5 მუხლები, რაც კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის ა) და გ) პუნქტების თანახმად, ლიცენზიის მოქმედების შეჩერების საფუძველია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის გ„ ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის ბ) ქვეპუნქტისა და 115-ე მუხლის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ბ„ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირიდ ცენტრი”-ს №1261 ლიცენზიის მოქმედების შეჩერების თაობაზე;
2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (გ. სულუხია) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა გადაწყვეტილების პირველ პუნქტში აღნიშნული ლიცენზიის მოქმედების შეჩერების თაობაზე;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7 ) ექვსი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
