გადაწყვეტილება N 611 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 9 (ცხრა) თვის ბიუჯეტის მუხლების შესრულების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 12, 2004
მიღების თარიღი ნოემბერი 12, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
2004 წლის 9 (ცხრა) თვის ბიუჯეტის მუხლების შესრულების
შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ 2004 წლის კომისიის დამტკიცებული ბიუჯეტის წლიური გეგმის მიხედვით, მიმდინარე წლის ცხრა თვის დარიცხულმა შემოსავალმა რეგულირების საფასურის, უნივერსალური დახმარების ფონდისა და სალიცენზიო გადასახდელების ჩათვლით ნაცვლად 2004 წლის 9 (ცხრა) თვის ბიუჯეტით გათვალიწინებული 3,242,795.82 ლარისა, შეადგინა 4,318,485.73 ლარი (ანგარიში თან ერთვის), რაც 1,075,689.91 ლარით (33.17%) მეტია ბიუჯეტით დამტკიცებულ მაჩვენებელზე. დარიცხული შემოსავლების ზრდის ძირითადი მიზეზია ლიცენზირებული ოპერატორების მიერ 2003 წლის რეგულირების საფასური„-ს გაანგარიშებების დაგვიანებით წარმოდგენა ანუ 2003 წლის გარკვეული შემოსავლების დამატება 2004 წლის შემოსავლებზე.
მიუხედავად 2004 წლის 9 (ცხრა) თვის შემოსავლების ზრდისა, გეგმიურთან შედარებით 858,526.47 ლარით ანუ 28%-ით ნაკლებია კომისიის 2004 წლის 9 (ცხრა) თვის ხარჯვითი ნაწილი, რომელმაც 3,066,341.00 ლარის ნაცვლად შეადგინა 2,207,814.78 ლარი.
მიუხედავად ხარჯვითი ნაწილის საერთო ეკონომიისა, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცალკეულ მუხლებში მაინც აღინიშნა გადახარჯვები, რაც განპირობებულია იმით, რომ კომისიის დებულების მე-6 მუხლის მე-6 პუქტის თანახმად, ცალკეულ მუხლებში მიღებული ეკონომია და დამატებითი შემოსავლები, მოთხოვნებიდან გამომდინარე, გამოყენებულ იქნა სხვა მუხლების დასაფინანსებლად. კერძოდ:
ა) საკანცელარიო, საფოსტო, პოლიგრაფიული და ჟურნალ-გაზეთების დანახარჯებმა 26,899.71 ლარი ანუ დაგეგმილზე 4399.71 (19.55%-ით) ლარით მეტი შეადგინა, რაც ძირითადად განაპირობა აღნიშნული მუხლების ხარჯის მატებამ. მათ შორის: საკანცელარიო ხარჯებმა შეადგინა 12,247.30 ლარი, ხოლო პოლიგრაფიულმა ხარჯებმა - 10,365.50 ლარი;
ბ) მივლინების ხარჯები გეგმით გათვალისწინებულთან შედარებით, გაზრდილია 27,970.22 ლარით ანუ 62,15%-ით და 12,970.22 ლარით ანუ 21,62%-ით აღემატება წლიურ მაჩვენებელს, რაც გამოწვეულია მივლინებების ფაქტიური დანახარჯებით;
გ) 40,592.52 ლარით ანუ 180.41%-ით გაზრდილია სხვა საერთო ხარჯების მუხლით გათვალისწინებული დანახარჯები, რომელმაც შეადგინა 63,093.00 ლარი. აღნიშნული გადახარჯვა გამოიწვია კომისიის მიერ სარეკლამო სააგენტოების მეშვეობით განცხადებების გავრცელების ღირებულებამ, რომელმაც 9 (ცხრა) თვის მონაცემების მიხედვით შეადგინა 30,533.89 ლარი, ხოლო შენობის დაცვის ხარჯებმა - 12,400.00 ლარი.
ამავე დროს, ბიუჯეტის ცალკეულ მუხლებში 9 (ცხრა) თვის შედეგების მიხედვით მიღებულია ეკონომია. კერძოდ:
ა) კომისიის ახალი ოფისის კაპიტალურ რეკონსტრუქცია-რემონტზე გაწეულმა დანახარჯებმა 106,911.08 ლარი ანუ 2004 წლის ბიუჯეტით დამტკიცებულზე 80,588.92 (42,98%) ლარით ნაკლები შეადგინა, რაც გამოწვეულია მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დაგვიანებით დაწყებით;
ბ) ძირითადი საშუალებების შეძენაზე გაწეულმა დანახარჯებმა 192,747.00 ლარი ანუ შესაბამის პერიოდში ბიუჯეტით დამტკიცებულზე 557,252.99 ლარით (74.3%-ით) ნაკლები შეადგინა, რაც ძირითადად, სიხშირული სპექტრის მონიტორინგის ტექნიკური აღჭურვილობის შესაძენი თანხის აუთვისებლობამ განაპირობა;
გ) შრომის ანაზღაურების ხარჯები 9 (ცხრა) თვის შედეგების მიხედვით შეადგენს ბიუჯეტით დამტკიცებულზე 174,058.93 ლარით ნაკლებს;
დ) კონფერენციების ჩატარების, მუშა სემინარების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სპეციალისტთა და ექსპერტთა მომსახურებისა და სხვა ხარჯები ცხრა თვის მონაცემების მიხედვით შეადგენს 16,084.27 ლარს ანუ 21,415.73 ლარით(57,08%-ით) ნაკლებია ბიუჯეტით დამტკიცებულზე;
ე) ეკონომიაა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ხარჯვით ნაწილშიც, რომელმაც ნაცვლად ბიუჯეტით გათვალისწინებული 154,163.00 ლარისა, შეადგინა 131,698.20 ლარი, 14,57%-ით ანუ 22,464.30 ლარით ნაკლები.
კომისია აღნიშნავს, რომ 2004 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე ლიცენზიის მფლობელი კომპანიების მიერ 2001 წლიდან დღემდე ჩარიცხული თანხების რაოდენობამ შეადგინა 786,758.64 ლარი, ხოლო მხოლოდ 2004 წელს ჩარიცხული იქნა 379,553.81 ლარი.
მიმდინარე წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით (დანართი 5) ლიცენზიის მფლობელი 11 კომპანიის მხრიდან სალიცენზიო გადასახდელების დავალიანება შეადგენს 78,303.54 ლარს (შპს გვირგვინი„ - 594.14 ლარი, შპს აისი მე-20 არხი„ 2,875.32 ლარი, შპს სამეგრელო„ 2,387.00 ლარი, შპს თვალი„ 2,995.06 ლარი, შპს ავაზა„ 315.00 ლარი, შპს რუსთავი 2„ 52,636.00 ლარი, შპს „იმერეთი 2000„ 3,595.00 ლარი, შპს ევროპა პლუს თბილისი„ 831.60 ლარი, შპს ობიექტივი„ 4,107.60 ლარი, შპს ინფოტელი„ 2,157.50 ლარი, შპს რუსთავი 2„ 5,809.32 ლარი). აქვე აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული კომპანიების ლიცენზიების მოქმედების ვადის შეჩერების ან/და გაუქმების თაობაზე კომისიამ დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება, რის საფუძველზეც შეჩერებულია შპს სამეგრელო„-ს ლიცენზიის მოქმედების ვადა (გადაწყვეტილება N358 23.07.04); კომისიის N358, 23.07.04. გადაწყვეტილებით ლიცენზიები გაუუქმდათ: შპს გვირგვინს„, შპს აისი-20 არხს„, შპს ავაზას„, შპს იმერეთი 2000„-ს, ხოლო შპს მეგაკომს„ ლიცენზია გაუუქმდა კომისიის N374, 30.07.04 გადაწყვეტილებით.
კომისია აღნიშნავს, რომ კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი კომისიას უხდის რეგულირების ყოველწლიურ საფასურს, რომლის ოდენობასა და გადახდის წესს განსაზღვრავს კომისია თავისი ნორმატიული აქტით„. რეგულირების ყოველწლიური საფასაურისა და გადახდის წესის შესახებ„ კომისიის დებულების მე-2 და მე-5 პუნქტების თანახმად, ლიცენზიის მფლობელები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად ჩარიცხონ კომისიის ანგრიშზე რეგულირების ყოველწლიური საფასური არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 20 რიცხვამდე„. აღნიშნულ ვალდებულებათა შეუსრულებლობა მოქმედი კანონმდებლობისა და ლიცენზიით განსაზღვრული პირობების დარღვევას წარმოადგენს. ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიის პირობებისა და კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დადგენილი წესის შეუსრულებლობა კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, იწვევს ლიცენზიის მოქმედების შეჩერებას, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კოდექსის 144 მუხლის 2-ე პუნქტით დადგენილი რეგულირების ყოველწლიური საფასურის გადაუხდელობა ან გადახდის ვადების დარღვევა, იწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით„.
ლიცენზიის მფლობელი ზოგიერთი კომპანიის მხრიდან ჯერ კიდევ ადგილი აქვს რეგულირების საფასურის გაანგარიშებების კომისიაში დიდი დაგვიანებით წარმოდგენის ფაქტებს, რაც აფერხებს საანგარიშო პერიოდში შესაბამისი შემოსავლების ზუსტი ოდენობის დროულ დადგენას. როგორც კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშებების ანალიზიდან ირკვევა, მ/წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით ლიცენზიის მფლობელ 7 კომპანიას (შპს საქტელი„, შპს მო-ბო„, შპს 23 მაისი„, შპს სუპერპეიჯი„, შპს ექსელენს ჰაიტეკ ჯორჯია„, შპს მირ„ და შპს ეკომი„) ბოლო 3 თვის განმავლობაში შემოსავლები არ ჰქონია ანუ პრაქტიკული საქმიანობა არ უწარმოებია. რეგულირების საფასურის გაანგარიშებები ლიცენზიის მფლობელ 24 კომპანიას (შპს ეკვანტ ჯორჯია„, შპს იმპერია„, შპს საქართველოს რკინიგზა„, შპს საქ.სატრანსპ. ხაზები„, ი/მ ივანე ხეიძე„, შპს თრიალეთი„, შპს ზარი„, შპს მო-ბო„, შპს მთაწმინდა„, შპს კოსმოსი„, შპს ტრანსკომი„, შპს მეგა ტვ.„, შპს დუშეთის ტელევიზია„, შპს სუპერპეიჯი„, შპს ობიექტივი„, შპს საქ. ცენტრ. კავშირგ. კორპორაცია„, ი/მ ალექსანდრე ჭეიშვილი„, შპს ევრაზია„, შპს მადი„, ასოციაცია ათინათი„, შპს თვალი„, შპს იმერვიზია„, შპს საქართველოს ექსპრეს ფოსტა„ და შპს საქართველოს ფოსტა„) დაგვიანებით აქვს წარმოდგენილი, ხოლო 3 კომპანიას (შპს სოსელო„, შპს დელფი„, შპს ინტელკომი„) საერთოდ არც ერთხელ არ წარმოუდგენია.
ლიცენზიის მფლობელი კომპანიების მიერ მიმდინარე წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით გადახდილმა რეგულირების საფასურისა და სალიცენზიო გადასახდელების თანხამ შეადგინა 3,787,985.14 ლარი, ხოლო დავალიანებამ მ/წლის 20 ოქტომბრისთვის - 761,349.05 ლარი (დანართი 7), რომელიც ირიცხებოდა 57 ლიცენზიის მფლობელ კომპანიაზე, რომელთაგანაც უმეტესი თანხა - 755,666.14 ლარი (99%) ლიცენზიის 8 მფლობელზე ნაწილდება (სს ეგრისი„-84,086.34 ლარი, შპს საქალაქთ. სატელეფონო კავშ. ცენტრი„ - 1,130.67 ლარი, სს საქართველოს ელექტროკავშირი„ - 536,850.00 ლარი, შპს ახალი ქსელები„ ქუთაისი - 21,490.73 ლარი, შპს ჯეონეთი„ - 4,423.35 ლარი, შპს ჯორჯია ონლაინი„ - 81,903.10 ლარი, შპს საქართველოს ფოსტა„ - 5,857.00 ლარი, შპს საქართველოს ტელეკომი„ - 19,924.95 ლარი).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიღებულ იქნეს ცნობად კომისიის აპარატის მთავარი ბუღალტრის ი.აბულაძის ინფორმაცია კომისიის 2004 წლის 9 (ცხრა) თვის ბიუჯეტის შესრულების შესახებ;
2. დამტკიცდეს წარმოდგენილი 2004 წლის 9 (ცხრა) თვის კონსოლიდირებული ფინანსური მაჩვენებლები:
ა) დარიცხული შემოსავლები-------------------------4,318,485.73 ლარი;
ბ) საოპერაციო ხარჯები-------------------------------2,015,067.77 ლარი;
გ) ძირითადი საშუალებების შეძენის ხარჯები--- 192,747.01 ლარი;
დ) პრემირების ფონდი----------------------------------1,055,335.48 ლარი;
ე) ფინანსური რეზერვის ფონდი--------------------1,055,335.48 ლარი.
3. დამტკიცდეს 2004 წლის 9 (ცხრა) თვის კომისიის შემოსავლების ხარჯებზე გადამეტება 2,111,502.51 ლარის ოდენობით;
4. დაევალოთ კომისიის აპარატის შესაბამის სამსახურებს სისტემატური კონტროლი დააწესონ ლიცენზიის მფლობელთა მხრიდან სალიცენზიო პირობების დაცვის უზრუნველყოფაზე;
5. კომისიის აპარატის შესაბამისმა სამსახურებმა ხელი შეუწყონ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის N1 დადგენილებით დამტკიცებული „რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის შესახებ„ ნორმატიული აქტის შესრულებას;
6. დაევალოთ კომისიის აპარატის შესაბამის სამსახურებს ლიცენზიის მფლობელთა მიერ რეგულირების ყოველწლიური საფასურის გადაუხდელობის ან/და კომისიაში შესაბამისი ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების თაობაზე საქმის წარმოების დაწყება;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზირი N 7-ა) ექვსი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის საფინანსო სამსახურს (ი. აბულაძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
